უკრაინამ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხრა ბავშვი დაიბრუნა
მელანია ტრამპის შუამავლობით, უკრაინამ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხრა ბავშვი დაიბრუნა.
დაბრუნებულთა შორის ყველაზე პატარა 8 წლის არტიომია ბერდიანსკიდან. როგორც ირკვევა, ის ომის დაწყებისას ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა, რის გამოც ოკუპაციის პირობებში ჩარჩა და დედას თითქმის ხუთი წელი არ ჰყავდა ნანახი.
ბავშვები ანექსირებული ყირიმიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული ნაწილებიდან გამოიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის ფედერაციიდან სულ 2 875 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.
