ორიგინალი
უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი
რადიო თავისუფლება·01:34

უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი

28 ნოემბერი, 2026 · 01:34

უკრაინამ პირველად გამოიყენა ლაზერული იარაღი რუსული რეაქტიული დრონის ჩამოსაგდებად, — განუცხადა AFP-ს პარასკევს ქვეყნის სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედმა თავდაცვის ჯგუფმა Brave1-მა.

ამ კვირის დასაწყისში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა სერჰი ბესკრესტნოვმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ ვარდება ცეცხლის სფეროში გახვეული სამიზნე, და განაცხადა, რომ რუსული რეაქტიული დრონი „გერანი“ ლაზერული სისტემით „პირველად“ ჩამოაგდეს. “ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ასახულია უკრაინული ლაზერული სისტემის საბრძოლო გამოყენება მტრის რეაქტიული დრონის გასანეიტრალებლად”, - განაცხადა Brave1-მა. ჯგუფმა დასძინა, რომ იარაღი შექმნა Brave1-ის გრანტის მიმღებმა და მას საჰაერო თავდაცვის კერძო ჯგუფი მართავდა. თუმცა Brave1-ის გაფრთხილებით, „პირველი წარმატებული გადაჭერა არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგია მზად არის მასობრივი გამოყენებისთვის“. “ლაზერული საჰაერო თავდაცვა კვლავ ექსპერიმენტულ ტექნოლოგიად რჩება”, განაცხადა ჯგუფმა და დასძინა, რომ ამჟამად უკრაინაში ლაზერულ იარაღზე სულ მცირე შვიდი ჯგუფი მუშაობს. ზელენსკის მრჩეველმა ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ სისტემა, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Blysk-ი და კომპანია Carmine Sky-ს მიერ არის შექმნილი, გადაჭერის მომენტში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იცავდა. მთელი ომის განმავლობაში უკრაინის ქალაქები, სოფლები და სხვთა შორის სამოქალაქო ობიექტები რუსული დრონებისა და რაკეტების თითქმის ყოველდღიური სამიზნეა. ბოლო თვეებში მოსკოვი სულ უფრო ხშირად იყენებს რეაქტიულ დრონებს, რომლებიც უფრო სწრაფია და უფრო რთულია ჩამოსაგდებად, ვიდრე ადრინდელი მოდელები. Brave1-ის თანახმად, ლაზერული იარაღი 1970-იანი წლებიდან მუშავდება, თუმცა მოქმედ მდგომარეობაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს. ამ ტექნოლოგიით საჰაერო სამიზნეების წარმატებული საბრძოლო ჩამოგდება კვლავ იშვიათობას წარმოადგენს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 215 სტატია.

  • ფორმულა·00:48
    უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა
  • GHN·00:19
    რუსეთის სამხედრო ფლოტილია, რომელიც ლიბიისკენ მიემართებოდა, უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმის შემდეგ უკან გაბრუნდა - Reuters
  • აიპრესი·23:06
    „სიენენი“: ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს
  • იმედი·21:35
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებს შავი ზღვის აკვატორიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები გაუგზავნა და ახლა რუსეთის პასუხს ელოდება
უკრაინისრუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·01:07

ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა

ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა
რადიო თავისუფლება·00:12

როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ

როცა ფეხბურთი პოლიტიკას ვერ ემიჯნება - რა აჩვენა ბათუმში პოლიციისა და თურქი ქომაგების დაპირისპირებამ
რადიო თავისუფლება·23:39

როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია

როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია
რადიო თავისუფლება·22:55

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი გააფართოვა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი გააფართოვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.