ორიგინალი
"უკრაინაში რუსეთის ოპერაციის კატასტროფული შედეგების თვალსაჩინოებისათვის ერთი პატარა მაგალითი მინდა მოვიყვანო" - გიორგი თავდგირიძე
ალია·14:43

"უკრაინაში რუსეთის ოპერაციის კატასტროფული შედეგების თვალსაჩინოებისათვის ერთი პატარა მაგალითი მინდა მოვიყვანო" - გიორგი თავდგირიძე

26 ნოემბერი, 2026 · 14:43

“ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე:

უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ოპერაციის კატასტროფული შედეგების თვალსაჩინოებისათვის ერთი პატარა მაგალითი მინდა მოვიყვანო: 2022 წლიდან დღემდე მიმდინარე სახმელეთო ოპერაციებმა გვიჩვენა, არც რუსეთი და არც უკრაინა შორსა არ წასულა მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკიდან და დრონებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება ძირითადად ამ ტაქტიკის ხარვეზების შესამსუბუქებლად გამოიყენება. თუმცა ეს სხვა დროს და სხვა სტატუსში. ახლა კი მინდა ამ ოპერატიულ სივრცეზე რისი მიღწევა სურდა რუსეთს და რა ვერ შეძლო, ვერმახტისგან განსხვავებით. 1941 წლის ივნისში ვერმახტმა, მეორეხარისხოვან მიმართულებაზე, არმიათა ჯგუფი სამხრეთის საშუალებით, 1750 ტანკით დაიწყო შეტევა და 5 თვეში ( ნოემბრის შუა რიცხვებამდე) დაიკავა უკრაინის მთელი ტერიტორია. დაკარგა ტანკების 50 %- ი ( ძირითადად ცვეთისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო) , მაგრამ მაინც ჩავთვალოთ რომ 850 ტანკი დაუჯდა უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავება. დაჭრილებისა და დახოცილების სახით 280 000, რაც დაახლოებით 70 000 დაღუპულსა და 210 000 დაჭრილს შეადგენს. სრული სურათისთვის დავამატებ რომ კლეისტის სატანკო დაჯგუფებაში ( 800 ტანკი) მხოლოდ 380 იყო ტ3 ტიპის 37- 50 მმ ლულებით. არც ერთი ტ4 ი. გუდერიანის 950 ტანკიან დაჯგუფებაში იყო მხოლოდ 130 ტ4 და 440 ტ3. რუსეთს 2022 წელს ყავდა 3300 ტანკი, (ტ 72, ტ 80 და ტ90 ), რაც საკმარისზე მეტი იყო თითქმის ოთხი დამრტყმელი ჯგუფის შესაქმნელად და უკრაინის ოპერატიული საბრძოლო სივრცის საჭიროების დასაფარად. შედეგი ვიცით, გაცილებით ცუდად შეიარაღებულმა ვერმახტმა 5 თვეში დაიკავა ტერიტორია რომლის დაკავებას მეხუთე წელია ვერ ახერხებს რუსეთი. დანაკარგები კი კიდე უფრო კატასყროფულ სურათს წარმოაჩენს, რუსეთმა დაკარგა 4460 ტანკი ( დადასტურებულად), თუმცა უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით 12493 ( ეს რიცხვი მოხსენებებს ეფუძნება და შესაძლოა უფრო ახლოს იყოს რეალობასთან). უკრაინელების შეფასებით 1 600 000, მაგრამ ობიექტურობისათვის შეიძლება ვისარგებლოთ დამოუკიდებელი შეფასებით, რომელიც 700-720 ათასის ფარგლებშია. რომ შევაჯამოთ, არსებულ რეალიბაში, რუსეთმა იმაზე დიდი ზარალი ნახა ვიდრე უკრაინის ოპერატიულ სივრცის დასაკავებლად იყო საჭირო. გაფლანგა მოულოდნელობის ფაქტორი და ვერ ისარგებლა რიცხოვნული უპირატესობით. შესაბამისად ახლანდელი პარიტეტის ფარგლებში, წლების განმავლობაში უკრაინის შესაძლებლობები მუდმივად იზრდება, ხოლო რუსეთის დეგრადირდება. წარმატების მოსაპოვებლად რუსეთს მყისიერად დამატებითი ძალების ჩამოყალიბების შესაძლებლობა არა აქვს, მისი საბრძოლო შესაძლებლობის დეგრადირება გაგრძელდება და ორ წელუწადში ( მაქსიმუმ) კრიტიკულ ნიშნულზე დავა. წარმატებები უკრაინას რუსეთის განადგურების სასიკეთო საქმეში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: alia.ge
  1. მთავარი
  2. ალია
  3. "უკრაინაში რუსეთის ოპერაციის კატასტროფული შედეგების თვალსაჩინოებისათვის ერთი პატარა მაგალითი მინდა მოვიყვანო" - გიორგი თავდგირიძე

თემა: უკრაინის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • იმედი·19:00
    ტრამპი: ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს დიდი დრო დავუთმე იმას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება და ეს სწრაფად მოხდება - ნამდვილად მჯერა, რომ ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს
  • აჭარის ტელევიზია·18:53
    ჯორჯია მელონი: უკრაინაში მიმდინარე ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს
  • ინფო 9·18:07
    რუმინეთის პრეზიდენტი: უკრაინის თავზე სამიზნეების ჩამოგდებაში ნატოს მონაწილეობა ომში ჩართვა იქნება
  • აიპრესი·17:33
    ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 45 მლრდ ევროს ოდენობის ახალ სესხს განიხილავენ
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ალია·19:29

წელს პირველად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინიშნება

წელს პირველად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე აღინიშნება
ალია·18:12

ვალუტის კურსი – რა ეღირება ლარი “შავ პარასკევს’?

ვალუტის კურსი – რა ეღირება ლარი “შავ პარასკევს’?
ალია·17:44

“რა ქნას ამ ირაკლიმ, რატომ შეე&ით?” – ზურაბ ჯაფარიძე

“რა ქნას ამ ირაკლიმ, რატომ შეე&ით?” – ზურაბ ჯაფარიძე
ალია·17:14

“ამ ხალხის გაერთიანებაში რაიმე სასიკეთოს ვერ ვხედავ” – იაგო ხვიჩია

“ამ ხალხის გაერთიანებაში რაიმე სასიკეთოს ვერ ვხედავ” – იაგო ხვიჩია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.