ორიგინალი
რუმინეთის პრეზიდენტი: უკრაინის თავზე სამიზნეების ჩამოგდებაში ნატოს მონაწილეობა ომში ჩართვა იქნება
ინფო 9·18:07

რუმინეთის პრეზიდენტი: უკრაინის თავზე სამიზნეების ჩამოგდებაში ნატოს მონაწილეობა ომში ჩართვა იქნება

26 ნოემბერი, 2026 · 18:07

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა განაცხადა, რომ უკრაინის თავზე რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში ნატოს მონაწილეობა „საომარ მოქმედებებში ჩართვის ნიშანი იქნება“. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ განაცხადა.

დანმა უპასუხა კითხვას, ეთანხმება, თუ არა პოლონეთის წინადადებას უკრაინის თავზე ნატოს მიერ რუსული დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების შესახებ.

„იმ დროს, როდესაც ამ ანალიზს ვატარებდი, დაახლოებით ერთი წლის წინ, ითქვა, რომ ეს საომარ მოქმედებებში ერთობლივ მონაწილეობას ნიშნავდა. თუ რამე შეიცვლება, ამის შესახებ გაცნობებთ, მაგრამ ეს არის ის, რაც ვიცი რუმინეთის სამთავრობო სტრუქტურებში იმ დროს გამართული დისკუსიების შესახებ“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ შეხვედრის ფარგლებში ამ თემაზე არაფორმალური დისკუსიებიც გაიმართება.

„ეს საბჭოს საგანგებო სხდომაა, რომელიც ერთადერთ თემას ეძღვნება და, მიუხედავად იმისა, რომ ასევე გაიმართება მნიშვნელოვანი საკითხების პრეზენტაცია ევროპარლამენტში და დისკუსია ევროპის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებით, ამ სხდომისთვის მხოლოდ ერთი მთავარი თემა არსებობს: ევროპის ბიუჯეტი 2028–2034 წლებისთვის. შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ლიდერებთან არაფორმალური დისკუსიების დროს წამოიჭრება“, - აღნიშნა ნიკუსორ დანმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. რუმინეთის პრეზიდენტი: უკრაინის თავზე სამიზნეების ჩამოგდებაში ნატოს მონაწილეობა ომში ჩართვა იქნება

თემა: უკრაინის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • იმედი·19:00
    ტრამპი: ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს დიდი დრო დავუთმე იმას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება და ეს სწრაფად მოხდება - ნამდვილად მჯერა, რომ ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს
  • აჭარის ტელევიზია·18:53
    ჯორჯია მელონი: უკრაინაში მიმდინარე ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს
  • აიპრესი·17:33
    ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 45 მლრდ ევროს ოდენობის ახალ სესხს განიხილავენ
  • GHN·17:22
    უკრაინამ „ნეპტუნის“ რაკეტებით რუსულ სამხედრო აეროდრომს დაარტყა, სადაც სუ-34-ებია განლაგებული
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·19:09

ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები - ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას

ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები - ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას
ინფო 9·18:05

ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები სომხეთს სრულად დატოვებენ

ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები სომხეთს სრულად დატოვებენ
ინფო 9·17:56

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.