ორიგინალი
"სისტემური დანაშაულია, როცა ორგზის პრემიერს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება ..." - რას წერს ციხიდან ექსპრემიერი
ამბები.ge·18:11

"სისტემური დანაშაულია, როცა ორგზის პრემიერს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება ..." - რას წერს ციხიდან ექსპრემიერი

25 ნოემბერი, 2026 · 18:11

სისტემური დანაშაულია, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში წერს.

ექსპრემიერი ვრცელ წერლში საუბრობს მის მიმართ ბრალდებაზე და ამბობს, რომ ციხეში პროკურორების "გასაუბრების“ მიზნით შეგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს მის მიმართ პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი.

"ხელისუფლების მიერ ციხეში პროკურორების "გასაუბრების“ მიზნით შემოგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი და ამიტომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებდა, ამავდროულად, ობიექტური გამოძიება პირდაპირ ურტყამდა და აცამტვერებდა ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას ე.წ. "გასაუბრებასთან“ დაკავშირებით, საზოგადოებისთვის მსურს განვმარტო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციური მანიპულაცია და ფორმალური მიდგომა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, წამების ან უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტზე სახელმწიფოს აკისრია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების პოზიტიური და შეუქცევადი ვალდებულება. პროკურატურის მცდელობა, კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები და ოფიციალური გამოძიება გაურკვეველი ფორმატის "გასაუბრებით“ ჩაენაცვლებინა, სრული სამართლებრივი აბსურდია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი "გასაუბრებას“ საპროცესო მოქმედებად არ ითვალისწინებს. მას არ აქვს იურიდიული ძალა, არ იძლევა მტკიცებულებათა მოპოვების, დოკუმენტირებისა და საქმეზე დართვის გარანტიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს - შექმნას ილუზია, თითქოს უწყება "ინტერესდებოდა“ ფაქტით.

სწორედ ამიტომ ციხეში პროკურორების შემოგზავნა "გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ მანიპულაციასა და პროპაგანდისტულ მანევრს იმის სათქმელად, რომ "პროკურატურა შეეცადა ღარიბაშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მან უარი განაცხადა“. ეს კლასიკური პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაფანგია. კერძოდ, მსხვერპლს აბრალებენ თანამშრომლობაზე უარის თქმას, რათა შემდეგ ოფიციალურად განაცხადონ, რომ "ჩვენ ვცადეთ გამოძიება, მაგრამ თავად არ ითანამშრომლა“. ამ დროს ჩვენ უარი ვთქვით "გასაუბრებაზე“ და მოვითხოვეთ ოფიციალური გამოძიების დაწყება.

ეს იმავე დღეს პროკურატურაში ოფიციალური განცხადების შეტანით დავადასტურეთ. განცხადებაში გარკვევით დავწერე, რომ მზად ვიყავი დეტალური ჩვენების მისაცემად და სათანადო მტკიცებულებების წარმოსადგენად. პროკურატურის განცხადებაში მკაფიოდ გამოჩნდა მტკიცებულებათა შეფასების ორმაგი სტანდარტი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები "ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“. ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით "ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს. ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას.

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული“, - წერს ღარიაბშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "სისტემური დანაშაულია, როცა ორგზის პრემიერს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება ..." - რას წერს ციხიდან ექსპრემიერი

თემა: პრემიერი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • პოსტივი·20:55
    პრემიერი: „ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს თავის ქვეყანაში უნდა შეეძლოს. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს დანიშნულებას, თუ მკურნალობის საშუალება ყველას აქვს – ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“
  • რუსთავი 2·20:43
    პრემიერი: 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში - პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
  • იმედი·20:26
    პრემიერი: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
  • ტვ პირველი·16:12
    მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრემიერს შეხვდა - ცნობილია, რა საკითხები განიხილეს?
პრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·21:03

"გურიკა ცოცხალია და სადღაც არის, ეს გამორიცხულია. არ არსებობს! ცოცხალი რომ იყოს, მე დამირეკავდა, ჩუმად მომწერდა... " - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა

"გურიკა ცოცხალია და სადღაც არის, ეს გამორიცხულია. არ არსებობს! ცოცხალი რომ იყოს, მე დამირეკავდა, ჩუმად მომწერდა... " - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა
ამბები.ge·20:53

ავარია ქუთაისში - ერთმანეთს სამი ავტომობილის შეეჯახა, არიან დაშავებულები

ავარია ქუთაისში - ერთმანეთს სამი ავტომობილის შეეჯახა, არიან დაშავებულები
ამბები.ge·20:32

"სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ" - ირაკლი კობახიძე

"სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ" - ირაკლი კობახიძე
ამბები.ge·20:03

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი ქალის გამო მიატოვა - სკანდალი "ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარის პირად ცხოვრებაში, რის გამოც კრიტიკის ქარცხეცლში მოექცა

ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი ქალის გამო მიატოვა - სკანდალი "ბაიერნის“ ლეგენდარული მეკარის პირად ცხოვრებაში, რის გამოც კრიტიკის ქარცხეცლში მოექცა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.