ორიგინალი
პრემიერი: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
იმედი·20:26

პრემიერი: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე

25 ნოემბერი, 2026 · 20:26

მიხარია, რომ დღეს ვესწრებით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვხსნით თოდუას კლინიკის ახალ, 9-სართულიან კორპუსს. ეს არის 35-წლიანი ისტორიის დაწესებულება და ეს მასშტაბური პროექტი რეგიონში მედიცინის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კლინიკაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„სტაციონარულ რესურსს 50 პროცენტით ზრდის ეს ინვესტიცია და დამატებით 300 ადამიანს ასაქმებს. ჩვენ გვქონდა საშუალება, ღონისძიების წინ დაგვეთვალიერებინა უშუალოდ კლინიკის შენობა და ნამდვილად შთამბეჭდავია ამ კლინიკის თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტები. ახალი სტაციონარი 100 პაციენტზეა გათვლილი; მასში 7 საოპერაციო დარბაზი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაა, რომელიც 10-მდე პაციენტს იტევს. საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში პირველად, საოპერაციოები მოეწყო მინუს პირველ სართულზე, საოპერაციო ბლოკისა და ინტენსიური თერაპიის სრული ტექნოლოგიური აღჭურვა კი რეგიონში არის ნამდვილად უპრეცედენტო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით დანერგილი ტექნოლოგიები, ზრდის მკურნალობის ხარისხს, რაც ძალიან თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას.

„ამ განვითარების უკან მარტივი პრინციპი დგას - ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც ქართველი პაციენტები არჩევენ მკურნალობას საზღვარგარეთ და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა ამ პრაქტიკის მინიმუმამდე დაყვანა. ასეთი პროექტები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ შედეგის მიღწევას და სახელმწიფოს ინვესტიციებიც განხორციელდება მომავალშიც ამ მიმართულებით.

თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს. საყოველთაო ხელმისაწვდომობა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე

თემა: მიღება

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • პოსტივი·20:55
    პრემიერი: „ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს თავის ქვეყანაში უნდა შეეძლოს. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს დანიშნულებას, თუ მკურნალობის საშუალება ყველას აქვს – ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“
  • აჭარის ტელევიზია·20:45
    ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
  • BM.GE·20:40
    ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს - ირაკლი კობახიძე "თოდუას" ახალი  ქირურგიული კლინიკის გახსნაზე
  • რუსთავი 2·20:31
    პრემიერი: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს თავის ქვეყანაში უნდა შეეძლოს. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს დანიშნულებას, თუ მკურნალობის საშუალება ყველას აქვს - ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
მიღებაპრემიერისაკუთარ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·21:43

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - 2022 წლის სექტემბერში თბილისში Meta-ს საჯარო პოლიტიკის რეგიონული მენეჯერის, კატერინა კრუკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც მიხეილ ბენიძე იყო

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - 2022 წლის სექტემბერში თბილისში Meta-ს საჯარო პოლიტიკის რეგიონული მენეჯერის, კატერინა კრუკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც მიხეილ ბენიძე იყო
იმედი·21:29

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - როგორ სთავაზობდნენ USAID-ს Meta-სთან პირდაპირ კავშირს საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - როგორ სთავაზობდნენ USAID-ს Meta-სთან პირდაპირ კავშირს საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე
იმედი·21:06

იგორ ივანოვის როლი ვარდების რევოლუციაში - მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი წერილი ციხიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იგორ ივანოვის როლი ვარდების რევოლუციაში - მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი წერილი ციხიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი·21:00

ევროდეპუტატები საქართველოზე მომზადებულ ექვს დოკუმენტს განიხილავენ, სადაც სანქციების მოთხოვნის პარალელურად, ალტერნატიული პოზიციაც ფიქსირდება. დეტალები „ქრონიკაში“

ევროდეპუტატები საქართველოზე მომზადებულ ექვს დოკუმენტს განიხილავენ, სადაც სანქციების მოთხოვნის პარალელურად, ალტერნატიული პოზიციაც ფიქსირდება. დეტალები „ქრონიკაში“
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.