ორიგინალი
მკვლელობა სკოლის საფეხბურთო მატჩის დროს - რა მოხდა ნიუ ჯერსის შტატში
ამბები.ge·13:39

მკვლელობა სკოლის საფეხბურთო მატჩის დროს - რა მოხდა ნიუ ჯერსის შტატში

26 ნოემბერი, 2026 · 13:39

25 ნოემბერს, საღამოს, ნიუ ჯერსის შტატში, ტინეკის საშუალო სკოლაში, საფეხბურთო მატჩის დროს სროლა გაისმა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მაყურებელი დაიღუპა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სროლა მადლიერების დღისადმი მიძღვნილი მატჩის შესვენების დროს მოხდა. როგორც თვითმხილველი ABC7-თან საუბრისას იხსენებს, ამ დროს ორივე გუნდი გასახდელში იმყოფებოდა, მაყურებლები კი სკოლის ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილნი.

"ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. ხალხი დადიოდა და საუბრობდა, როცა მოულოდნელად რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე“, - იხსენებს ის.

ტინეკის მერის, მარკ შვარცის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჰაკენსაკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.

მერმა მარკ შვარცმა განმარტა, რომ ინციდენტი უშუალოდ სკოლაში არ დაწყებულა და მომხდარი სკოლის გარეთ არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც შემდეგ სკოლის ტერიტორიაზეც გაგრძელდა.

შემთხვევის ადგილზე ბერგენის ოლქის პროკურატურის ძარცვა-მკვლელობისა და მძიმე დანაშაულების განყოფილებების დეტექტივები მივიდნენ. ისინი ტინეკის პოლიციასთან ერთად მომხდარის გარემოებებს იკვლევენ. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია არც შესაძლო ეჭვმიტანილის და არც სროლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ.

ტინეკისა და ჰაკენსაკის მერებმა მომხდართან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. მკვლელობა სკოლის საფეხბურთო მატჩის დროს - რა მოხდა ნიუ ჯერსის შტატში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·13:50

ფონიჭალის იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დახმარებას ითხოვენ

ფონიჭალის იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დახმარებას ითხოვენ
ამბები.ge·13:42

ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იხდიდა სასჯელს, ციხე დატოვა

ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით იხდიდა სასჯელს, ციხე დატოვა
ამბები.ge·13:21

შალვა თადუმაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს - პოსტს თეიმურაზ კუპატაძე იკავებს

შალვა თადუმაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს - პოსტს თეიმურაზ კუპატაძე იკავებს
ამბები.ge·13:02

"სისულელეების საუბარი უწევთ - თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან" - სალომე სამადაშვილი მინსკის შეხვედრის თაობაზე გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებზე

"სისულელეების საუბარი უწევთ - თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან" - სალომე სამადაშვილი მინსკის შეხვედრის თაობაზე გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.