ორიგინალი
"სისულელეების საუბარი უწევთ - თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან" - სალომე სამადაშვილი მინსკის შეხვედრის თაობაზე გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებზე
ამბები.ge·13:02

"სისულელეების საუბარი უწევთ - თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან" - სალომე სამადაშვილი მინსკის შეხვედრის თაობაზე გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებზე

26 ნოემბერი, 2026 · 13:02

რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან,- ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებს მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე.

როგორც სამადაშვილი წერს, რეჟიმს დარჩა ერთადერთი შემაკავებელი ძალა - ხალხი.

"რეჟიმის მიერ დიპლომატებად დაქირავებულების დღევანდელი სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ.

რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან.

რეჟიმს ერთადერთი შემაკავებელი ძალა დარჩა - ხალხი. პარტიები შეიძლება აკრძალო, ხალხს ვერ აკრძალავ. ხალხს კი აქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც ვერ ბედავენ ჯერ”,- წერს სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა “იმედის” ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია "ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს.

მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "სისულელეების საუბარი უწევთ - თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან" - სალომე სამადაშვილი მინსკის შეხვედრის თაობაზე გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებზე

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • GHN·07:18
    რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს - გიორგი ზურაბაშვილი
  • ნიუპოსტი·01:54
    „ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ... ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციას“ — გიორგი ზურაბაშვილი
  • ალია·01:49
    ,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
  • პუბლიკა·01:46
    ზურაბაშვილი მინსკში განხილულ საკითხებს (არ) ასახელებს
ზურაბაშვილიშეხვედრა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·13:39

მკვლელობა სკოლის საფეხბურთო მატჩის დროს - რა მოხდა ნიუ ჯერსის შტატში

მკვლელობა სკოლის საფეხბურთო მატჩის დროს - რა მოხდა ნიუ ჯერსის შტატში
ამბები.ge·13:21

შალვა თადუმაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს - პოსტს თეიმურაზ კუპატაძე იკავებს

შალვა თადუმაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს - პოსტს თეიმურაზ კუპატაძე იკავებს
ამბები.ge·12:55

ხანძარი აფრიკის დასახლებაში - არის მსხვერპლი

ხანძარი აფრიკის დასახლებაში - არის მსხვერპლი
ამბები.ge·11:55

უკრაინულმა ლაზერულმა დანადგარმა პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი - რა არის ცნობილი და რატომ არის ეს ისტორიული მიღწევა?

უკრაინულმა ლაზერულმა დანადგარმა პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი - რა არის ცნობილი და რატომ არის ეს ისტორიული მიღწევა?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.