ორიგინალი
სკოლის არჩევა ქაოსის გარეშე: რატომ შეიქმნა "განათლების გზამკვლევი 2027"
ამბები.ge·15:28

სკოლის არჩევა ქაოსის გარეშე: რატომ შეიქმნა "განათლების გზამკვლევი 2027"

26 ნოემბერი, 2026 · 15:28

Edu-Ventures-ის გუნდმა მშობლებისთვის ციფრული კატალოგი და კერძო სკოლების პირველი მასშტაბური გამოფენა დაანონსა, რათა შვილებისთვის სკოლის შერჩევა გადამოწმებულ ფაქტებს დაეყრდნოს და არა ჭორებს.

შვილისთვის სკოლის შერჩევა ნებისმიერი ოჯახისთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. რეალობაში კი ეს პროცესი ხშირად ლაბირინთს ჰგავს: სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი რეკომენდაციები ვრცელდება, სკოლები განსხვავებული პროგრამებით მუშაობენ (IB, Cambridge, AP, ეროვნული სასწავლო გეგმა), ფასებს შორის სხვაობა დიდია, დამატებითი ხარჯები კი ხშირად წინასწარ არ ჩანს.

საიდან გაჩნდა იდეა?

მშობლებს ხშირად უწევთ ათობით სკოლაში სიარული, არაობიექტურ ჭორებზე დაყრდნობა ან მიმზიდველად გაფორმებული რეკლამების დაჯერება. შედეგად, გადაწყვეტილება არასაკმარისი და ფრაგმენტული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, საგანმანათლებლო ინიციატივების გუნდმა Edu-Ventures-მა წარადგინა პროექტი „განათლების გზამკვლევი 2027“ (Education Roadmap). მისი მიზანია, ოჯახმა მიიღოს გადამოწმებული, გამჭვირვალე ინფორმაცია და აირჩიოს არა უბრალოდ ყველაზე პოპულარული, არამედ საკუთარი შვილის ინდივიდუალურ ხასიათსა და საჭიროებებზე მორგებული სკოლა.

როგორ ეხმარება პროექტი მშობლებს?

პროექტი სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

ციფრული კატალოგი EduMap.ge: ორენოვან პორტალზე მშობლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ სკოლების შედარება სასწავლო პროგრამებისა და აკრედიტაციების, წლიური გადასახადისა და დამატებითი სერვისების (კვება, ტრანსპორტირება, გახანგრძლივებული სწავლება), ასევე ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით. თითოეულ სკოლას საკუთარი ვერიფიცირებული პროფილი აქვს. ექსპერტთა რჩევები: ვებგვერდზე ქვეყნდება განათლების სფეროს სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების პრაქტიკული რჩევები - მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ შევარჩიოთ სასკოლო პროგრამა ან როგორ ავაგოთ ეფექტური კომუნიკაცია სკოლასთან. მასშტაბური გამოფენა: რომელიც თავის თავში აერთიანებს როგორც უშუალოდ სკოლების ზონას, ასევე ერთგვარ კონფერენციას, სადაც მშობლებს შეუძლიათ: პირადად შეხვდნენ სკოლების წარმომადგენლებს და ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღონ; და ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში სცენიდან მოისმინონ ექსპერტთა რჩევები მათი შვილების განათლებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

გამოფენა: 6 თებერვალი, „ექსპო ჯორჯია“

2027 წლის 6 თებერვალს „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში თბილისის 50-ზე მეტი წამყვანი კერძო სკოლა და ტრენინგ ცენტრი ერთ სივრცეში შეიკრიბება. მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ დირექტორებს, დამფუძნებლებსა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელებს.

პარალელურად, გაიმართება ბავშვთა ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების ღია მასტერკლასები სასკოლო მზაობასა და ადაპტაციაზე. პატარებისთვის კი მოეწყობა გასართობი და STEM შემეცნებითი სივრცე.

„შვილისთვის სკოლის არჩევისას მშობლები ხშირად უსასრულო ქაოსში ვართ მიტოვებულები. Education Roadmap-ის მთავარი მისიაა, ეს ქაოსი დასრულდეს. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ოჯახი იღებს გადამოწმებულ, გამჭვირვალე ფაქტებს და ირჩევს არა უბრალოდ ყველაზე პრესტიჟულ, არამედ საკუთარი შვილის ინდივიდუალურ ხასიათზე მორგებულ სკოლას“, -აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები.

პრაქტიკული ინფორმაცია:

თარიღი: 2027 წლის 6 თებერვალი დრო: 11:00 – 18:00 ადგილი: „ექსპო ჯორჯია“, მე-4 და მე-5 პავილიონები, თბილისი დასწრება: უფასოა, წინასწარი რეგისტრაციით ონლაინ კატალოგი: www.edumap.ge სიახლეები: facebook.com/EducationRoadmap

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. სკოლის არჩევა ქაოსის გარეშე: რატომ შეიქმნა "განათლების გზამკვლევი 2027"

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·17:02

ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?

ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?
ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამბები.ge·15:37

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?

"ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა" - რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.