ორიგინალი
“რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენი გზა არის დიალოგი“ - შალვა პაპუაშვილი ქართული ღვინის კომპანიების სანქცირებაზე
ამბები.ge·17:34

“რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენი გზა არის დიალოგი“ - შალვა პაპუაშვილი ქართული ღვინის კომპანიების სანქცირებაზე

26 ნოემბერი, 2026 · 17:34

“ჩვენი და მათ შორის რუსეთის საერთო ობიექტური ინტერესია, რომ ქართული ღვინო შედიოდეს რუსეთში, ამას საუბრობდა პრემიერ-მინისტრიც, რომ ეს მიდგომები თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესებში არ შედის. ამიტომაც გავოგნდით და გვიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი მარტივი საკითხი, რომელიც ამავე დროს თავად რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება და რომლის გადაწყვეტა თავად რუსეთი ფედერაციის ინტერესებშია, არ წყდებოდეს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ზურაბაშვილის განცხადებას, რომ რუსეთი კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს.

პაპუაშვილის შეფასებით, რუსული მხარის პრეტენზიები ქართული ღვინის კომპანიების მიმართ არასამართლიანია.

„რაზეც ისაუბრა ქვეყნის წარმომადგენელმა, ხარისხი, უკრაინის ომის თითქოს დაფინანსება და რიტორიკა, არის საბაბი. რუსეთში დღეს ევროკავშირის ქვეყნებიდან შედის 7-ჯერ მეტი ღვინო და ალკოჰოლური სასმელი ვიდრე საქართველოდან. მათ შორის ლიეტუვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან და ა.შ. ბალტიის ქვეყნებიდან. თუ ვინმე აფინანსებს უკრაინის ომს, ესენია ქვეყნები რომლებიც პირდაპირ ანტაგონისტურად არიან განწყობილები, ლამის აცხადებენ, რომ ომში არიან ერთმანეთთან. თუ ვინმეს რიტორიკა აქვთ, მათ აქვთ, ესეც აჩვენებს რომ ეს არის საბაბი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს განცხადება სამართლიანი არ არის.

ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს დიალოგით, ეს არის ჩვენი პოლიტიკა და სამყაროც ყალიბდება მე მგონი, უკრაინასაც და მოლაპარაკებებს რომელიც ახლა დაიწყო და მიმდინარეობს, ვაკვირდებით, დიალოგი და მოლაპარაკებებია საბოლოო ჯამში ყველაფრის პასუხი და არა ქიშპი და დაპირისპირება. ამიტომ ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით ვთავაზობთ დიალოგს და რა თქმა უნდა ჩვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ღვინის ექსპორტის საკითხი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს თუ რა ურთიერთობა სურს საქართველოსთან.

მისივე შეფასებით რუსეთთან კარგი მეზობლური ურთიერთობისთვის „მხოლოდ ერთადერთი ბარიერი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა”. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში, ისევე როგორც ბრიუსელთან და ევროკავშირთან თანმიმდევრული და გამჭვირვალე მიდგომა აქვს.

„რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენ ერთადერთ ბარიერი გვაქვს რუსეთთან კარგი მეზობლური ურთიერთობისთვის, ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება ჩვენ ქვეყნებს შორის, ურთიერთობისთვის ბარიერი არ იარსებებს. ასე რომ, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, ეს დიალოგი გამოცდილების ფონზეც რა თქმა უნდა გაგრძელდება, უბრალოდ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს გამჭვირვალე.

ჩვენ ვართ თანმიმდევრული ყველასთან მიმართებაში, ევროკავშირთან და ბრიუსელთან მიმართებაში ჩვენ ვართ გამჭვირვალე, ჩვენ ხალხს ვეუბნებით თუ რასთან გვაქვს საქმე, რას ითხოვენ ჩვენგან და რას არ ვთანხმდებით.

ამიტომ ვეუბნებით ჩვენ ხალხს, რომ ევროკავშირი გვთხოვს, რომ მის მიერ დანიშნულმა ადამიანებმა უნდა დაგვინიშნონ აქ მოსამართლეები, ამას საჯაროდ ვამბობთ, რომ ხალხმა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე, აქაც მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ხალხმა უნდა იცოდეს რომ ღვინოსთან მიმართებით პრეტენზია არ არსებობს, რუსეთის ფედერაციას ის რომ აწუხებდეს, რომ რომელიღაცა ქვეყანა თუ კომპანია უკრაინას ეხმარება, ევროკავშირიდან ღვინის და ალკოჰოლის იმპორტი იქნებოდა 0, როცა არის 7 - ჯერ მეტი.

მოსკოვის საქმე არის იმ მხრივ [ქართული ბიზნესის პოზიცია] რომ მის ტერიტორიაზე უნდა შევიდეს პროდუქცია, ეს არის ფაქტი, აქედან გამომდინარე ეს იყო დიალოგის საკითხი, ჩვენ დავაყენეთ რაც ჩვენ გვაინტერესებდა და ამაზე მივიღეთ ეს პასუხი და იქვე ჩვენმა წარმომადგენელმა გასცა პასუხი, რომ ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო ბრალდება. მოლაპარაკება და დიალოგი არ არის მარტივი საქმე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ქართული კომპანიებისთვის დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების მოხსნის იმედი ჰქონდა, თუმცა ამის ნაცვლად გალუზინმა აცნობა, რომ კიდევ ორი კომპანიის დასანქცირებას აპირებენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენი გზა არის დიალოგი“ - შალვა პაპუაშვილი ქართული ღვინის კომპანიების სანქცირებაზე

თემა: დიალოგი

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • იმედი·14:30
    შალვა პაპუაშვილი: ჩვენც მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და უპირველეს ყოვლისა, მოველით იმას, რომ ეს ურთიერთობები, თუ დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე - ისინი აკვირდებიან ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელთან, იმას თუ რა პრინციპებს ვეყრდნობით ჩვენ. ასე, რომ ეს პრინციპები შეუცვლელი იქნება მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში
  • ფორმულა·14:16
    კობახიძე არ გამორიცხავს, რუსეთთან დიალოგი მოსკოვსა და თბილისშიც გაგრძელდეს
  • რუსთავი 2·14:14
    პრემიერი: დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა "დიფსთეითი", არამედ ობიექტური რეალობა
  • GHN·14:08
    დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი - ირაკლი კობახიძე
დიალოგიღვინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·17:25

“სხვა გზა აღარ დაგვრჩა… გულით გთხოვთ, მოგვეშველეთ!“ - მოზარდს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება: ოჯახი მიმართვას ავრცელებს

“სხვა გზა აღარ დაგვრჩა… გულით გთხოვთ, მოგვეშველეთ!“ - მოზარდს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება: ოჯახი მიმართვას ავრცელებს
ამბები.ge·17:02

ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?

ვერაზე, გოგებაშვილზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დუმილს არღვევს - რა განაცხადა ლაშა გეგეშიძემ?
ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ამბები.ge·16:10

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა, ადგილზე რჩებიან მაშველები - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.