ორიგინალი
საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერი და იდუმალი “კონტრასტულ ზონები“ - პენტაგონმა გასაიდუმლოებული ფაილების მერვე პაკეტი გამოქვეყნა
ამბები.ge·22:49

საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერი და იდუმალი “კონტრასტულ ზონები“ - პენტაგონმა გასაიდუმლოებული ფაილების მერვე პაკეტი გამოქვეყნა

26 ნოემბერი, 2026 · 22:49

ნევადაში, მიწის ქვეშ, 4,5-დან 6 მეტრამდე სიღრმეზე, თითქმის ერთმეტრიანი სისქის რკინაბეტონის კედლების, ფოლადის საცავის კარისა და საგულდაგულოდ დაცული გვირაბის მიღმა, პენტაგონის კონტრაქტორმა 465 კვადრატული მეტრის ფართობის მიწისქვეშა ციხესიმაგრის აშენება დააპროექტა.

ბუნკერი მოპოვებული “ეგზოტიკური მასალებისა და ქსოვილების“ შესანახად იყო განკუთვნილი, მათ შორის იმ აღმოჩენილი აპარატურისა და ბიოლოგიური ნიმუშებისთვის, რომლებიც ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებს (UAP) უკავშირდება. პენტაგონი სწორედ ამ ფართო ტერმინით მოიხსენიებს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა (UFO) და ჰაერში, კოსმოსსა თუ ზღვაში დაფიქსირებულ სხვა აუხსნელ მოვლენებს.

ეს პროექტი სამეცნიერო ფანტასტიკის ნაყოფი არ ყოფილა. იგი დეტალურად არის აღწერილი კონტრაქტორის 538-გვერდიან გასაიდუმლოებულ ანგარიშში, რომელსაც გრიფი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ UAP-ის შესახებ დოკუმენტების ბოლო პაკეტის ფარგლებში მოეხსნა. მასალები აჩვენებს, რამდენად ახლოს იყო კერძო კომპანია პენტაგონის 22-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში დაცული საცავის აშენებასთან.

დოკუმენტის მიხედვით, საცავის პროექტი მიწისქვეშა ნაგებობამდე მიმავალი ბეტონის გვირაბის გასწვრივ უსაფრთხოების მრავალი კარის დამონტაჟებას ითვალისწინებდა, ხოლო მიწის ზედაპირს აცილებული ნებისმიერი კონსტრუქცია “საგულდაგულოდ უნდა შენიღბულიყო“.

საცავის გეგმები ნათელს ჰფენს “მოწინავე აეროკოსმოსური შეიარაღების სისტემების გამოყენების პროგრამის“ (AAWSAP) ამბიციებსაც, რომელიც პენტაგონის მიმოწერაში ასევე მოიხსენიება, როგორც “მოწინავე აეროკოსმოსური საფრთხეების იდენტიფიცირების პროგრამა“ (AATIP).

ინიციატივა 2008 წელს კონგრესის მიერ მიზნობრივად გამოყოფილი 10 მილიონი დოლარით დაიწყო, რასაც სათავეში სენატის მაშინდელი უმრავლესობის ლიდერი, ნევადას დემოკრატი სენატორი ჰარი რიდი და აწ გარდაცვლილი ჰავაელი დემოკრატი სენატორი დენიელ ინოუე ედგნენ. ოფიციალურად პროგრამა მომდევნო 40 წლის პერსპექტივაში უცხოური აეროკოსმოსური საფრთხეების შესწავლას ისახავდა მიზნად.

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) 2009 წლის მაისის შიდა მოხსენებითი ბარათების თანახმად, რიდი რადიკალურ ტექნოლოგიურ ‘ნახტომებს“ 12 მიმართულებით ეძებდა, დაწყებული ფუტურისტული ძრავებითა და სტელს-ტექნოლოგიებით, დამთავრებული ფოკუსირებული ენერგო იარაღით, სივრცე-დროში გადაადგილებითა და პილოტებზე მოწინავე საფრენი აპარატების ზემოქმედებით.

როდესაც 2008 წლის აგვისტოში DIA-მ საიდუმლო საცავის აშენებაზე ტენდერი გამოაცხადა, განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ, ჩრდილოეთ ლას-ვეგასში დაფუძნებულმა BAASS-მა შეიტანა, რომელიც რიდის დიდი ხნის მხარდამჭერმა, რობერტ ბიგელოუმ დააარსა. მომდევნო თვეში სააგენტომ კონტრაქტი სწორედ მას გაუფორმა.

დოკუმენტურ მასალებთან ერთად, UAP-ის შესახებ პენტაგონის მიერ გასაჯაროებული მერვე პაკეტი ინფრაწითელი და ელექტროოპტიკური სენსორებით გადაღებულ სამ ახალ ვიდეოსაც მოიცავს.

2020, 2023 და 2026 წლებში აშშ-ის სამხედრო პლატფორმებიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მიჰყვებიან სენსორები კადრში მოძრავ ამოუცნობ “კონტრასტულ ზონებს“. მათ შორის არის 2026 წლის 54-წამიანი ჩანაწერი, რომელშიც სენსორი ორ განცალკევებულ ობიექტს აკვირდება, სანამ მათთან კონტაქტს დაკარგავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერი და იდუმალი “კონტრასტულ ზონები“ - პენტაგონმა გასაიდუმლოებული ფაილების მერვე პაკეტი გამოქვეყნა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·23:06

ბათუმში, მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს

ბათუმში, მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს
ამბები.ge·22:58

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი
ამბები.ge·22:21

“ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს - კობახიძის განცხადება, რომ “ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის“ - ლაშა ფარულავა

“ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს - კობახიძის განცხადება, რომ “ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის“ - ლაშა ფარულავა
ამბები.ge·21:55

ხელჩართული ჩხუბი და დაძაბულობა ბათუმში, თურქეთ-ისრაელის მატჩამდე - “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ხელჩართული ჩხუბი და დაძაბულობა ბათუმში, თურქეთ-ისრაელის მატჩამდე - “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.