ორიგინალი
“ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს - კობახიძის განცხადება, რომ “ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის“ - ლაშა ფარულავა
ამბები.ge·22:21

“ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს - კობახიძის განცხადება, რომ “ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის“ - ლაშა ფარულავა

26 ნოემბერი, 2026 · 22:21

“ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს, ეს ყველაფერი კი “ქოლ-ცენტრებს“ უკავშირდება, ბიძინა ივანიშვილმა ამ დაჯგუფების დაშლა დაიწყო. ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ რომ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი და მე ვარ მეორე პირიო, ეს რას ნიშნავდა სინამდვილეში, იცით? ეს იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის - მე ნუ მირეკავთ, მე ნუ მაწუხებთ, გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებსო. სინამდვილეში ასე იყო, თორემ ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციური იერარქია ნამდვილად არ ეშლება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ ციხეებში მომხდარ კრიმინალურ გარჩევებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ფარულავას თქმით, ქვეყანაში შეიქმნა ვითარება, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები კრიმინალებმა ჩაანაცვლეს და ეს კრიმინალები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აშინებენ, რომელიც, თავის მხრივ, უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის ქვეყნის პირველი პირია.

“როდესაც ვატო ყიფიანი და “კაწრო“ დაიჭირეს, მაშინ დავწერე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ დაჯგუფების დაშლა დაიწყო ქუჩაში-მეთქი. ვიღაცებს გაეცინათ, მაგრამ ასე მოხდა ზუსტად - მათ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს. ეს ყველაფერი უკავშირდება “ქოლ-ცენტრებს“ - კრიმინალური დაჯგუფების ორივე მხარე ჩართული იყო ტრანს-ნაციონალურ კიბერდანაშაულში. ლილუაშვილი დააკავეს მაგრამ ეს “ქოლ-ცენტრები“ ისევ გუგუნებს. “ქოლ-ცენტრების“ ოპერირება კი კონკრეტულ სახელებთან და გვარებთან იყო დაკავშირებული. საუბარი იყო ამიკო ჯანელიძეზე, ბერა ივანიშვილზე, კითხვები დაისვა და ამ კითხვების დასმის გამო მან [ბერა ივანიშვილმა] სასამართლოში უჩივლა “ტვ ფორმულასა“ და “ტვ პირველს“. ბოლოს ამ ადამიანებს [ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე “კაწრო“] ხაფანგი დაუგეს და გლდანის ციხეში შეიყვანეს, იქ კრიმინალური გარჩევა მოხდა, ამ კრიმინალურ გარჩევაში პენიტენციური სამსახურის უფროსი და ციხის უფროსი იყვნენ ჩართული და ამ ყველაფერზე პილატესავით ხელი დაიბანა იუსტიციის მინისტრმა.

არცერთი პირი არ არის დაკავებული, არც პენიტენციური სამსახურის უფროსი, არც გლდანის ციხის უფროსი, გირაოთი გაათავისუფლეს და სახლებში არიან ადამიანები, რომლებმაც ციხეებში კრიმინალური გარჩევა დაუშვეს. ასეთი რაღაც მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი.

ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ რომ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი და მე ვარ მეორე პირიო, ეს რას ნიშნავდა სინამდვილეში, იცით? ეს იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის - მე ნუ მირეკავთ, მე ნუ მაწუხებთ, გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებსო. სინამდვილეში ასე იყო, თორემ ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციური იერარქია ნამდვილად არ ეშლება. მან ძალიან კარგად იცის კონსტიტუციური იერარქია, მაგრამ ეს გზავნილი იყო კრიმინალური სამყაროსთვის, ისინი ითხოვენ ამ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას.

მათ [“ქართულ ოცნებას“] უკვე პრობლემა აქვთ ყველასთან. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას ვეღარ მართავს. როგორც საგარეო თვალსაზრისით არის პრობლემები, ისე არის პრობლემები ქვეყნის შიგნით - არაკომპეტენტურობა, სისტემური და სისტემატური კორუფცია, ყველაფრის უკან მათი ინტერესი დგას, სატრანსპორტო კოლაფსის გამო პური გვიძვირდება, კალაძე კი ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, ყველგან არაკომპეტენტურობა და ყველგან დანაშაულია.

მეტსაც გეტყვით, სახელმწიფო ინსტიტუტები კრიმინალებმა ჩაანაცვლეს და ეს კრიმინალები ახლა ისე აშინებენ პრემიერ-მინისტრს, რომ ამბობს, მე პირველი პირი არ ვარო. წარმოიდგინეთ, სად მივიდა ჩვენი ქვეყანა - კრიმინალების ეშინია პრემიერ-მინისტრს. ჩვენი ქვეყანა იმ დონეზე დაეცა, რომ უფრო მეტი ძალა აქვს კრიმინალს, ვიდრე იუსტიციის მინისტრს. როდესაც მის უწყებაში ხდება ამხელა კრიმინალური გარჩევა, ადამიანს აწამებენ და ამაში მთელი სისტემაა ჩართული, პასუხისმგებლობას როგორ არ იღებს?!“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “ვატო ყიფიანსა და “კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს - კობახიძის განცხადება, რომ “ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის“ - ლაშა ფარულავა

თემა: კობახიძე

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • ფორმულა·20:44
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • კომერსანტი·20:00
    „მთავარი მიზეზი არის ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან“ - ირაკლი კობახიძე
  • სივილ ჯორჯია·19:07
    კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია
  • ალია·16:34
    “აღარ იქოქება. პირიმზეშია წასაღები შესაკეთებლად” – გვარამია კობახიძეზე
კობახიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·23:06

ბათუმში, მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს

ბათუმში, მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს
ამბები.ge·22:58

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი
ამბები.ge·22:49

საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერი და იდუმალი “კონტრასტულ ზონები“ - პენტაგონმა გასაიდუმლოებული ფაილების მერვე პაკეტი გამოქვეყნა

საიდუმლო მიწისქვეშა ბუნკერი და იდუმალი “კონტრასტულ ზონები“ - პენტაგონმა გასაიდუმლოებული ფაილების მერვე პაკეტი გამოქვეყნა
ამბები.ge·21:55

ხელჩართული ჩხუბი და დაძაბულობა ბათუმში, თურქეთ-ისრაელის მატჩამდე - “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ხელჩართული ჩხუბი და დაძაბულობა ბათუმში, თურქეთ-ისრაელის მატჩამდე - “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.