ორიგინალი
"რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს" - კახა კალაძე
ამბები.ge·12:37

"რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს" - კახა კალაძე

27 ნოემბერი, 2026 · 12:37

რუსული მხარე გვეუბნება, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის არგუმენტები და ახსნა-განმარტება, რატომ, პრობლემა რა არის? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსული მხარისგან ერთი მხრივ, ქართული ღვინის სანქცირება და მეორე მხრივ, უნივერსიტეტების დამეგობრებაზე საუბარი, ალოგიკური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და აძლიერებს ოპოზიციას. დედაქალაქის მერმა გამოთქვა იმედი, რომ ამგვარ ქმედებებს შეფასებები და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და მეორე მხრივ გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ეს ხომ არალოგიკურია, ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ამ ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს ამ უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და მოჰყვება ასევე შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს. მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს" - კახა კალაძე

თემა: ღვინის

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • რუსთავი 2·17:28
    გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული
  • ფრონტნიუსი·17:03
    გიორგი სოსიაშვილი - ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, ევროპული ღვინოებია დაშვებული
  • იმედი·16:52
    გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული
  • BPN·16:49
    რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენი გზა არის დიალოგი - შალვა პაპუაშვილი ქართული ღვინის...
ღვინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·13:29

დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი, გადადებული ავიარეისები - ძლიერი შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ფოტო)

დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი, გადადებული ავიარეისები - ძლიერი შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ფოტო)
ამბები.ge·13:14

ქეთი გომართელი გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია?

ქეთი გომართელი გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია?
ამბები.ge·13:07

"უეფა არ იყო ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა..." - რას აცხადებს უეფა ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე?

"უეფა არ იყო ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა..." - რას აცხადებს უეფა ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე?
ამბები.ge·12:56

"იყო აგრესია... შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და უსაფრთხოება დაიცვეს - სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ეს ფანების მხრიდან" - კალაძე ბათუმის სტადიონზე დაპირისპირებაზე

"იყო აგრესია... შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და უსაფრთხოება დაიცვეს - სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ეს ფანების მხრიდან" - კალაძე ბათუმის სტადიონზე დაპირისპირებაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.