ორიგინალი
საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს - თურქული მედია
ამბები.ge·12:48

საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს - თურქული მედია

27 ნოემბერი, 2026 · 12:48

საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გათავისუფლებულია, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები საქართველოში თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტების დროს დაშავებული და საავადმყოფოში გადაყვანილი თურქეთის ორი მოქალაქე ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ გაწერეს.

შეგახსენებთ, ბათუმში, "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, "ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბ "ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით, ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლეს - თურქული მედია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·13:29

დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი, გადადებული ავიარეისები - ძლიერი შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ფოტო)

დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი, გადადებული ავიარეისები - ძლიერი შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ფოტო)
ამბები.ge·13:14

ქეთი გომართელი გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია?

ქეთი გომართელი გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია?
ამბები.ge·13:07

"უეფა არ იყო ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა..." - რას აცხადებს უეფა ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე?

"უეფა არ იყო ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა..." - რას აცხადებს უეფა ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე?
ამბები.ge·12:56

"იყო აგრესია... შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და უსაფრთხოება დაიცვეს - სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ეს ფანების მხრიდან" - კალაძე ბათუმის სტადიონზე დაპირისპირებაზე

"იყო აგრესია... შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და უსაფრთხოება დაიცვეს - სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ეს ფანების მხრიდან" - კალაძე ბათუმის სტადიონზე დაპირისპირებაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.