ორიგინალი
პრემიერის პირველი განცხადება ბათუმში, “ბეშიქთაშის“ ქომაგებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე
ამბები.ge·21:17

პრემიერის პირველი განცხადება ბათუმში, “ბეშიქთაშის“ ქომაგებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

27 ნოემბერი, 2026 · 21:17

“ძალიან მძიმე პროვოკაციები იყო. თითოეული პოლიციელი ჩვენგან იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ქართული მხარის შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში, თუმცა იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით.

“მე დავიწყებ პირველ რიგში მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციის პირობებში დაეცვათ წესრიგი, აღეკვეთათ პროვოკაციები და თითოეული მათგანი, თითოეული პოლიციელი ჩვენგან იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. ძალიან მძიმე პროვოკაციები იყო.

სამწუხაროა, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს, ასეთი შემთხვევები გამოიყენოს არასწორი რიტორიკისთვის, არასწორი გზავნილებისთვის. მათ შორის არც ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა.

ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც საქმე ეხება მატჩის ჩატარებას, ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ორ ქვეყანას, საქართველოსა და თურქეთს. მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში, თუმცა იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის, როდესაც ასეთ ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი. თუმცა საბოლოოდ პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველა პოლიციელს.

მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, საუბარი მაქვს რადიკალებზე, რომლებიც პროვოკაციული განცხადებებისთვის იყენებენ ასეთ შემთხვევებს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საქართველოს ინტერესებს და თავი შეუკავონ პროვოკაციული და სამარცხვინო განცხადებებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. პრემიერის პირველი განცხადება ბათუმში, “ბეშიქთაშის“ ქომაგებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 214 სტატია.

  • ტვ პირველი·19:14
    თურქეთის ელჩი: „ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო და სამარცხვინოა“
  • რუსთავი 2·18:32
    ასეთი ფაქტები არაერთ ქვეყანაში გვინახავს, აქედან გამომდინარე აღნიშნული ქმედების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორი და არალოგიკურია - ზურაბ რურუა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე
  • აჭარის ტელევიზია·17:56
    ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა
  • იმედი·17:52
    ლევან მაჭავარიანი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე: გულშემატკივრებს ახასიათებთ ასეთი მოვლენები. არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა
ბათუმშიმომხდარბეშიქთაშის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·21:43

კიევის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა

კიევის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა
ამბები.ge·21:27

შვილმა ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა - ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ

შვილმა ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა - ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ
ამბები.ge·20:59

“ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით“ - პრემიერი ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების შესახებ

“ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით“ - პრემიერი ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების შესახებ
ამბები.ge·20:18

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.