ორიგინალი
კიევის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა
ამბები.ge·21:43

კიევის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა

27 ნოემბერი, 2026 · 21:43

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (HUR) ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის სამხედრო დახმარება მოსკოვის მიერ სეულზე გაკეთებული განცხადებების გამო წარმოქმნილი დიპლომატიური დავის ფონზე შეაჩერა. ამ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არც მოსკოვს და არც ფხენიანს ჯერ არ გაუკეთებიათ.

HUR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფხენიანმა შეურაცხყოფად მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ოქტომბრის განცხადება, რომლის თანახმადაც კრემლი სეულსა და ფხენიანს მათ შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციაში დაეხმარებოდა.

უკრაინული დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო სონ ჰუიმ აღნიშნული განცხადებები როგორც “ორ სახელმწიფოს შორის არსებული მოკავშირეობითი შეთანხმებების სულისკვეთებასთან შეუსაბამო“ შეაფასა და სამხედრო მხარდაჭერის დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

HUR-ის თქმით, შეჩერება მოიცავს ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცის გამოყენების აკრძალვას რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის, KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შეწყვეტას და საარტილერიო საბრძოლო მასალის შემდგომი პარტიების გაგზავნის შეჩერებას.

უკრაინული დაზვერვის დამატებითი ცნობით, ფხენიანი ასევე თავს იკავებს რუსეთის მოთხოვნის შესრულებისგან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეული სამხედრო კონტინგენტის 8 500-დან 50 000 ჯარისკაცამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა 2024 წლის ივნისში ურთიერთდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიან ომში რუსეთის ერთ-ერთ უახლოეს სამხედრო მოკავშირედ იქცა. იმავე წლის ბოლოს რუსეთმა ჩრდილოკორეული ძალები კურსკის სასაზღვრო რეგიონში უკრაინულ შენაერთებზე შეტევისას ჩართო.

რუსეთი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებასა და სამხედრო რესურსებზე. სანაცვლოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანი რუსეთისგან სამხედრო ტექნოლოგიებს, ნედლეულსა და ფინანსურ დახმარებას, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის ოპერატიულ გამოცდილებას მოელის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. კიევის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა

თემა: სამხედრო

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • BM.GE·20:05
    ჰაკერებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების Cloud-პლატფორმა გატეხეს
  • ფორმულა·19:18
    პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის თემას განიხილავენ
  • ფორბს საქართველო·17:32
    ტრამპის თქმით, პუტინს სთხოვა, ევროპის მასშტაბით სამხედრო აგრესია შეაჩეროს
  • რადიო თავისუფლება·17:26
    პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს
სამხედრო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·21:27

შვილმა ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა - ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ

შვილმა ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა - ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ
ამბები.ge·21:17

პრემიერის პირველი განცხადება ბათუმში, “ბეშიქთაშის“ ქომაგებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

პრემიერის პირველი განცხადება ბათუმში, “ბეშიქთაშის“ ქომაგებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე
ამბები.ge·20:59

“ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით“ - პრემიერი ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების შესახებ

“ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით“ - პრემიერი ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირების შესახებ
ამბები.ge·20:18

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.