ორიგინალი
შოკისმომგვრელი შემთხვევა პაკისტანში - ექიმებმა 10 წლის ბიჭის მუცელში 14-სანტიმეტრიანი ნაყოფის ჩონჩხი აღმოაჩინეს: რა არის ცნობილი უიშვიათესი სამედიცინო მოვლენის შესახებ
ამბები.ge·16:46

შოკისმომგვრელი შემთხვევა პაკისტანში - ექიმებმა 10 წლის ბიჭის მუცელში 14-სანტიმეტრიანი ნაყოფის ჩონჩხი აღმოაჩინეს: რა არის ცნობილი უიშვიათესი სამედიცინო მოვლენის შესახებ

28 ნოემბერი, 2026 · 16:46

პაკისტანში ექიმებმა 10 წლის ბიჭს მუცლის ღრუდან იშვიათი წარმონაქმნი ამოუღეს, რომელშიც ნაყოფის განვითარებული სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს: კიდურები, ფრჩხილები, თმა და ხერხემალიც კი. ექიმების განმარტებით, ეს უკიდურესად იშვიათი მდგომარეობის - Fetus-in-fetu-ს (ნაყოფი ნაყოფში) შედეგია.

ბიჭი საავადმყოფოში ძლიერი მუცლის ტკივილით, მაღალი სიცხითა და წონის მკვეთრი კლების შემდეგ გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, სიმპტომები ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვლინდა. გასინჯვისას ექიმებმა შენიშნეს, რომ ბავშვს მუცელი შესივებული ჰქონდა.

სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, ექიმებმა მუცლის ღრუში დიდი ზომის წარმონაქმნი აღმოაჩინეს. მისი სიგრძე დაახლოებით 5.5 ინჩი (14 სანტიმეტრი) იყო, რაც სტანდარტული iPhone-ის სიგრძეს უტოლდება.

ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგებმა წარმონაქმნი ამოიღეს, რომელიც წვრილ ნაწლავთან ახლოს მდებარე მსხვილ სისხლძარღვებს იყო მიმაგრებული. თუმცა, ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა მას შემდეგ გაკეთდა, რაც ექიმებმა წარმონაქმნი გაკვეთეს.

მის შიგნით ცხიმოვანი ქსოვილი, კბილის მსგავსი წარმონაქმნები და ნაყოფის კარგად ჩამოყალიბებული ჩონჩხი აღმოაჩინეს. ექიმებმა შეძლეს მინიატიურული ხელებისა და ფეხების, თმისა და ფრჩხილების გარჩევა. წარმონაქმნს ხერხემალიც კი ჰქონდა.

რა სამედიცინო მოვლენაა "ნაყოფი ნაყოფში“?

ექიმების განმარტებით, ბიჭის მდგომარეობა იშვიათი სამედიცინო გართულებით, Fetus-in-fetu-თი (FIF), იყო გამოწვეული - ეს არის შემთხვევა, როცა ერთი ნაყოფი მეორე ნაყოფის სხეულში ვითარდება.

ის უკიდურესად იშვიათია და დაახლოებით 500 000 ბავშვიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვხვდება. მსოფლიოში ამ დრომდე 250-ზე ნაკლები მსგავსი შემთხვევაა გამოვლენილი.

აღსანიშნავია, რომ ასეთ დიაგნოზს უმეტესად ბიჭებს უსვამენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მეცნიერებს ორი ძირითადი თეორია აქვთ.

პირველი და ყველაზე გავრცელებული სამედიცინო განმარტების მიხედვით, ეს იდენტური ტყუპების განვითარების დროს წარმოქმნილი იშვიათი გართულებაა. როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორ ემბრიონად იყოფა, შესაძლოა, ერთმა ემბრიონმა მეორის შიგნით განაგრძოს ზრდა. შედეგად, ერთი ტყუპი ნორმალურად ვითარდება, მეორე კი მის სხეულში რჩება და მასში ზრდას განაგრძობს.

პატარა ტყუპისცალმა შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში მეორე ემბრიონისგან სისხლიც მიიღოს. ეს მის სხეულს განვითარების ზოგიერთი ეტაპის გავლაში ეხმარება, თუმცა სრულფასოვან განვითარებას ვერ ახერხებს.

მეორე თეორიის თანახმად, მსგავსი წარმონაქმნი შესაძლოა ტერატომასთან იყოს დაკავშირებული. ტერატომა იშვიათი ტიპის სიმსივნეა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ქსოვილისგან შეიძლება შედგებოდეს. მასში ზოგჯერ გვხვდება თმა, კუნთები, კბილები და ძვლებიც. ასეთი წარმონაქმნების ნაწილი კეთილთვისებიანია, ნაწილი კი შესაძლოა ავთვისებიანი გახდეს.

რაც შეეხება პაკისტანში მომხდარ შემთხვევას, ბიჭმა ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელება შეძლო. ექიმებმა მის ორგანიზმში კიბოს ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. ბავშვი საავადმყოფოდან 11 დღის შემდეგ გაწერეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. შოკისმომგვრელი შემთხვევა პაკისტანში - ექიმებმა 10 წლის ბიჭის მუცელში 14-სანტიმეტრიანი ნაყოფის ჩონჩხი აღმოაჩინეს: რა არის ცნობილი უიშვიათესი სამედიცინო მოვლენის შესახებ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·18:04

"რამდენი უთქმელი ტკივილი გქონდა გულში..." - ქობულეთში გარდაცვლილი 25 წლის პოლიციელის ვინაობა ცნობილია

"რამდენი უთქმელი ტკივილი გქონდა გულში..." - ქობულეთში გარდაცვლილი 25 წლის პოლიციელის ვინაობა ცნობილია
ამბები.ge·17:05

"მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს... ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ - მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

"მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს... ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ - მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს
ამბები.ge·17:00

"პრეზიდენტს მისი სრულად დანგრევა სურს“ - უკრაინა ყირიმის ხიდზე ახალ იერიშებს ამზადებს: The Telegraph

"პრეზიდენტს მისი სრულად დანგრევა სურს“ - უკრაინა ყირიმის ხიდზე ახალ იერიშებს ამზადებს: The Telegraph
ამბები.ge·16:24

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.