ორიგინალი
"მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს... ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ - მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს
ამბები.ge·17:05

"მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს... ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ - მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

28 ნოემბერი, 2026 · 17:05

ინფლუენსერი მერსი სულხანიშვლი გადაცემა "სარკასტიკის" ერთ-ერთ წამყვანთან, თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს.

გავრცელებულ მიმოწერაში, რომელიც მერსის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრით თარიღდება, (სავარაუდოდ, გადაცემის ჩაწერის შემდეგ) ის გადაცემის შინაარსისა და ფორმის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ გადაცემის ავტორებს აღნიშნული გადაცემის გაშუქებისგან თავის შეკავება სთხოვა.

"ჩემი პოზიცია უცვლელია გადაცემასთან დაკავშირებით. მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. საერთოდ, თავშივე უნდა ავმდგარიყავი და გამოვსულიყავი, უბრალოდ არ შემიძლია, ასე მოვექცე ადამიანებს. გავიგე, რომ ერთხელ რაღაც ტელევიზიისთვის შეუფერებელი შემთხვევით მეცვა, უგემოვნოდ. გაგების დონეზე გავიგე, მაგრამ ის, რომ საზოგადოებაში ჩემი დამცირება მოხდეს და ამბავი ისე შეფუთო, რასაც სიმართლესთან მისხალი შეხებაც კი არ აქვს, რატომ? რატომ უნდა ვისმინო ტყუილი? ვისაც რეიტინგისთვის გაუხდია, გაუმარჯოს, მე არ გამოვდგები მაგ ამბავში. მე ასე არ ვთვლი და არ მიმაჩნია.

რახან სხვის შრომას ვცემ პატივს, არ ავდექი და არ გამოვედი, მაგრამ მე არ ვიმსახურებ იმას, რომ ადამიანების თვალში გამოვჩნდე ის, რაც არ ვარ, მით უმეტეს მაშინ, როცა ძალიან კარგად მიცნობთ და ისიც იცით, როგორი ვარ ადამიანურად. გიხსნით ადამიანურად, არ მინდა. ჩემთვის არის სენსიტიური თემები, რომელთა გაცოცხლებაც არ მინდა.

შენც ხომ კარგად იცი, რომ არ გამოვიდა მეგობრულად და ადამიანურად. გთხოვ, არ მინდა. სხვანაირად რა ვქნა? მტერს არ ვუსურვებ იმის გავლას, რაც მე გამივლია. იგივე ნიკორას ამბავზე, იგივე იმ გადაცემის ამბავზე. საერთოდ არ მინდა ღამის პრაიმ-ტაიმის მერე იშვიათად დავდივარ გადაცემებში.

მგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოყვეს. შენ რომ ან გიორგის რომ ეთქვა, მე ამდენს, არც მართლა ამდენს არ აგახსნევინებდით. ზოგადად, ნებისმიერს უბრალოდ გაგითვალისწინებდით.

არა მხოლოდ მივწერე, მანამდე საუბარიც შედგა ჩვენ შორის. ვთხოვე, ვიტირე კიდეც, ადამიანურად, შენ ხომ კარგად მიცნობ, ეს დამიმსახურებია-მეთქი. აღარ გავაგრძელებ" - წერს მერსი სულხანიშვილი.

შეგახსენებთ, ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვლმა ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძესა და თამაზ ლოხიშვილს უჩივლა. საქმე ეხება გადაცემა "სარკასტიკაში" მის შესახებ წამყვანების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. არსებული ინფორმაციით. მერსი სულხანიშვილი ამტკიცებს, რომ გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას მას სექსუალურად ავიწროებდნენ.

საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს შედგა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თამაზ ლოხიშვილმა განაცხადა:

"მე საერთოდ ვერ ვხდები, ეს მუხლი - სექსუალური შევიწროვება, თვითონ მოიფიქრა, თუ სხვამ დააწერინა. გოგო თვითონ მოვიდა ნიუსით, რომ მკერდი ჰქონდა გაკეთებული და მთელ საქართველოს გააგებინა და მეც შევეკითხე: 30 ათასი რაში გადაიხადე-მეთქი? მართლა კარგად ჰქონდა მკერდი. ვერ მოვიტყუები და ვუთხარი კომპლიმენტი - რა კარგად გაქვს, მერსი, მკერდი-მეთქი და ეს თუ სექსუალურად შევიწროებაა, მა რაღას იკეთებდა?", - აღნიშნა მან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს... ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ - მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·17:00

"პრეზიდენტს მისი სრულად დანგრევა სურს“ - უკრაინა ყირიმის ხიდზე ახალ იერიშებს ამზადებს: The Telegraph

"პრეზიდენტს მისი სრულად დანგრევა სურს“ - უკრაინა ყირიმის ხიდზე ახალ იერიშებს ამზადებს: The Telegraph
ამბები.ge·16:24

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში "ბეშიქთაშისა“ და "ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ამბები.ge·15:05

ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს 25 წლის პოლიციელი - რა არის ცნობილი

ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს 25 წლის პოლიციელი - რა არის ცნობილი
ამბები.ge·15:01

რუსეთთან დაკავშირებული დივერსიების ფონზე, ევროპაში მასობრივი მსხვერპლის რისკი იზრდება - როგორია ექსპერტების პროგნოზი

რუსეთთან დაკავშირებული დივერსიების ფონზე, ევროპაში მასობრივი მსხვერპლის რისკი იზრდება - როგორია ექსპერტების პროგნოზი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.