ორიგინალი
რუსეთთან დაკავშირებული დივერსიების ფონზე, ევროპაში მასობრივი მსხვერპლის რისკი იზრდება - როგორია ექსპერტების პროგნოზი
ამბები.ge·15:01

რუსეთთან დაკავშირებული დივერსიების ფონზე, ევროპაში მასობრივი მსხვერპლის რისკი იზრდება - როგორია ექსპერტების პროგნოზი

28 ნოემბერი, 2026 · 15:01

ევროპაში რუსეთის მიერ ორგანიზებული დივერსიული თავდასხმები იზრდება, რასაც შესაძლოა მომავალში მასობრივი მსხვერპლიც მოჰყვეს. ამის შესახებ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ახალი ანგარიში იუწყება. ექსპერტების შეფასებით, რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები სულ უფრო რთულ მეთოდებს იყენებენ და სამიზნედ ევროპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ირჩევენ.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები და მათთან დაკავშირებული პირები ევროპის რკინიგზის, ენერგეტიკული ქსელებისა და თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ მოქმედებენ. მათი მიზანი უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტებაა.

IISS-ის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთთან დაკავშირებული დივერსიული შემთხვევების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, ხოლო ცეცხლის წაკიდებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები გაორმაგდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თავდასხმების გახშირება და მათი მეთოდების გართულება მასობრივი მსხვერპლის რისკს ზრდის. ამასთან, იზრდება შემდგომი საპასუხო მოქმედებებისა და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეც.

გერმანია და პოლონეთი რუსეთის მთავარი სამიზნეებია

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლებები რუსეთთან დაკავშირებულ პირებს აკავებენ, აძევებენ სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლებს და ზოგ შემთხვევაში, რუსეთის საკონსულოებსაც ხურავენ. თუმცა, IISS-ის შეფასებით, ამ ზომებს დივერსიული საქმიანობის შესაჩერებლად მნიშვნელოვანი შედეგი ჯერ არ მოუტანია.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ზომები შესაძლოა ცალკეული შემსრულებლების დაკავებას უწყობდეს ხელს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს მსგავსი ოპერაციების ორგანიზებაზე უარი ათქმევინოს. მათი პროგნოზით, თავდასხმები გახშირდება და განსაკუთრებით იმ ქვეყნებსა და სექტორებზე იქნება მიმართული, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ.

ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სამიზნე ქვეყნებს შორის გერმანია და პოლონეთი კვლავ წამყვან ადგილს დაიკავებენ. ორივე სახელმწიფოს სატრანსპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურა უკრაინისთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების მიწოდებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე პოლონეთში მოსკოვთან დაკავშირებული 29 ინციდენტი დაფიქსირდა. მათ შორის იყო 2025 წლის ნოემბერში მომხდარი აფეთქება, რომელმაც უკრაინისთვის განკუთვნილი ტვირთების გადასაზიდად გამოყენებული სარკინიგზო მონაკვეთი დააზიანა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა შემთხვევას უპრეცედენტო დივერსიული აქტი უწოდა.

კიდევ ერთი საყურადღებო შემთხვევა 2026 წლის 4 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მოხდა. სამხედრო ტვირთების გადასაზიდად გამოყენებული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის, "ანტონოვის“, მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს. გამომძიებლების ვარაუდით, მეორე დრონი DHL-ის სატვირთო თვითმფრინავს მას შემდეგ შეეჯახა, რაც აეროპორტში საჰაერო მოძრაობა შეჩერდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. რუსეთთან დაკავშირებული დივერსიების ფონზე, ევროპაში მასობრივი მსხვერპლის რისკი იზრდება - როგორია ექსპერტების პროგნოზი

თემა: ევროპის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ფორმულა·08:45
    აშშ-მა ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვის შედეგების გამოცხადება გადადო
  • იმედი·01:27
    ბრიტანული გამოცემა The Telegraph: საფრანგეთი რეცესიაში აღმოჩნდა - ივლისი-სექტემბრის პერიოდში ევროპის სიდიდით მესამე ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდა
  • სპორტოლი·18:05
    რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ ექვს გუნდიანი გახდება
  • ინტერპრესნიუსი·17:33
    დავით ონოფრიშვილი ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო ორგანოს (EIOPA) აღმოსავლეთ თანამშრომლობის კონფერენციას დაესწრო
ევროპის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·15:05

ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს 25 წლის პოლიციელი - რა არის ცნობილი

ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს 25 წლის პოლიციელი - რა არის ცნობილი
ამბები.ge·14:42

ირანში სიკვდილმისჯილ ქალს აღიარებითი ჩვენების მისაღებად ტყუპი დის გაუპატიურებით დაემუქრნენ - რას ჰყვება მისი ოჯახი

ირანში სიკვდილმისჯილ ქალს აღიარებითი ჩვენების მისაღებად ტყუპი დის გაუპატიურებით დაემუქრნენ - რას ჰყვება მისი ოჯახი
ამბები.ge·14:25

"კიბო ყველაფერს ცვლის - უნდა აღიარო, რომ ცხოვრება უსასრულო არ არის“ - ქეით მიდლტონი ახალ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე საუბრობს

"კიბო ყველაფერს ცვლის - უნდა აღიარო, რომ ცხოვრება უსასრულო არ არის“ - ქეით მიდლტონი ახალ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე საუბრობს
ამბები.ge·13:55

"საკუთარი თავისთვის "მის საქართველო 2016“ არასოდეს მიწოდებია, რადგან..." - რას ჰყვება ულამაზესი ვიქტორია კოჩეროვა "მის საქართველოს" სილამაზის კონკურსზე

"საკუთარი თავისთვის "მის საქართველო 2016“ არასოდეს მიწოდებია, რადგან..." - რას ჰყვება ულამაზესი ვიქტორია კოჩეროვა "მის საქართველოს" სილამაზის კონკურსზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.