ორიგინალი
“გამიზნული პროვოკაცია იყო“ - რას აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი გუშინ, აქციაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით?
ამბები.ge·13:38

“გამიზნული პროვოკაცია იყო“ - რას აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი გუშინ, აქციაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით?

29 ნოემბერი, 2026 · 13:38

“არ შეიძლება, დიდ ეროვნულ თარიღებზე ხდებოდეს მძიმე პროვოკაციები, პოლიტიკურმა ალიანსმა და მისმა წევრებმა ხაზგასმით უნდა თქვან, ემიჯნებიან თუ არა პროვოკაციას,“ - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გუშინდელ აქციაზე ბანერებთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.

ფავლენიშვილის თქმით, რაც გუშინ მოხდა "გამიზნული პროვოკაცია" იყო.

მისი თქმით, პოლიტიკურმა "ალიანსმა" ასევე, მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს აქციაზე პარტიის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებითაც.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს გუშინდელი დღისთვის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ორ-წლიანი ბოლშევიკური რეპრესიების მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა წინააღმდეგობა ვერ გატეხა და თუ ვინმე არის გატეხის პირას, ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ბოლო 2 წლის მანძილზე ერთმანეთს ესვრის, ერთმანეთს ასმენს, ერთმანეთს იჭერს.

რაც შეეხება გუშინდელი დღის ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, ეს ჩვენი ბრძოლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ შეიძლება ასეთ დიდ ეროვნულ თარიღებზე ხდებოდეს ასეთი მძიმე პროვოკაციები და ასე ხდებოდეს საპროტესტო საზოგადოების გათიშვა. ჩვენ გუშინ ვიხილეთ გამიზნული პროვოკაცია ბანერების სახით, გასაგები იყო, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულებულიყო.

მინდა, ხაზი გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რაც მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ იქნება. თუ ასეა, უნდა განაცხადონ ღიად, რომ ეს იყო კონკრეტული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის ქმედება და ემიჯნებიან. ვგულისხმობ პოლიტიკურ ალიანსს და მის წევრებს, მათ უნდა თქვან ხაზგასმით, ემიჯნებიან თუ არა ასეთ პროვოკაციას, როდესაც საქართველოში ევროინტეგრაციის სიმბოლოდ ქცეული ადამიანი, მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ პუტინის პირად პატიმრად აღიარებული ადამიანი ამ ბანერის მეშვეობით ივანიშვილთან ერთ სიბრტყეზე მოათავსონ. ემიჯნებიან თუ არ ემიჯნებიან, ეს უნდა განაცხადონ ღიად. გარდა ამისა, მათ უნდა გააკეთონ განცხადება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ უნდა გამოვიდნენ და სიტყვით არ მიმართონ ადამიანებს, სადაც ბევრი იყო სწორედ “ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე.

ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალური ლიდერი, წევრი, ათეულობით ადამიანი არის პატიმრობაში ამ ორწლიანი წინააღმდეგობის პროცესში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმეზე წინ ვართ, მაგრამ არავისზე უკან არ ვართ ამ წინააღმდეგობაში. ამ წინააღმდეგობაში უმნიშვნელოვანესი, ლომის წვლილი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას“ და მთავარ როლსაც ითამაშებს ამ რეჟიმის დემონტაჟში. ამიტომაც ასეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს დაშლასა და ივანიშვილის მთავარ მიზანს, ფრაგმენტაციას ოპოზიციაში, უნდა იყოს მკაფიოდ გამიჯნული, ვინ ეთანხმება, ვინ არ ეთანხმება “ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორებას ამ პროცესებიდან. ძალიან მკაფიო იქნება ეს ზღვარი, ვინ არის წინააღმდეგობაში და ვინ იბრძვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ვინ არის პირად ეგოებს აყოლილი და თამაშობს ივანიშვილის თამაშს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, 28 ნოემბრის თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რასაც ადგილზეც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. მოგვიანებით, დისკუსიამ სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა, მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ფაქტი გააპროტესტა და "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში დასვა კითხვა, თუ "ვის მოუვიდა აზრად პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?!", ასევე, "ვინ გადაწყვიტა, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?".

"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნული დაუკავშირეს "ფედერალისტებს", ანა წითლიძემ სწორედ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილზე მითითებით მიმართა "ოპოზიციის ალიანსს": "ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი?".

მომხდარზე სოციალურ ქსელში დაწერა თავად "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც და განმარტა: “აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს.და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. ესაა ჩვენი გზავნილი. ეს გვჭირდება გასამარჯვებლად".

იხილეთ ასევე:

“ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში “შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი “დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”... ერთხელაც არაა დაკავებული და დაჯარიმებულიც კი - თავად დაფიქრდით...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიაზე

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “გამიზნული პროვოკაცია იყო“ - რას აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი გუშინ, აქციაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით?

თემა: მომხდარ

ამ თემას 26 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • ფორმულა·14:18
    UEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა
  • GHN·08:43
    ავღანეთში, კუნარის პროვინციაში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 110 კი დაშავდა
  • პოსტივი·19:24
    თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: “საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა – ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი – ეს ყველამ უნდა გაიაზროს”
  • ალია·19:02
    მარი საბიაშვილი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე ღია წერილს აქვეყნებს
მომხდარინციდენტზეაქციაზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·14:14

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა - რას წერს ადგილობრივი მედია 32 წლის კაცის შესახებ

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტში 60 ევროს ღირებულების კბილის პასტები მოიპარა - რას წერს ადგილობრივი მედია 32 წლის კაცის შესახებ
ამბები.ge·14:03

სერიული ძარცვა საგარეჯოში - დააკავეს პირი, რომელმაც 4 სახლიდან სხვადასხვა დანადგარები მოიპარა (ვიდეო)

სერიული ძარცვა საგარეჯოში - დააკავეს პირი, რომელმაც 4 სახლიდან სხვადასხვა დანადგარები მოიპარა (ვიდეო)
ამბები.ge·13:55

ამოღებულია 6 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება და დაფასოებისთვის საჭირო მასალები - სპეცოპერაცია ამანათის კონტროლირებადი მიწოდებით და სხვა დეტალები: შსს-მ ერთი პირი დააკავა

ამოღებულია 6 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება და დაფასოებისთვის საჭირო მასალები - სპეცოპერაცია ამანათის კონტროლირებადი მიწოდებით და სხვა დეტალები: შსს-მ ერთი პირი დააკავა
ამბები.ge·13:27

“გთხოვთ არ გამაკრიტიკოთ: რატომ შევძელი, როგორ შევძელი...“ - ბათუმში, 2025 წელს დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

“გთხოვთ არ გამაკრიტიკოთ: რატომ შევძელი, როგორ შევძელი...“ - ბათუმში, 2025 წელს დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.