ორიგინალი
პარტია "ფედერალისტები“ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამბები.ge·22:45

პარტია "ფედერალისტები“ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

29 ნოემბერი, 2026 · 22:45

პარტია "ფედერალისტები“ განცხადებას ავრცელებს, რითაც გუშინ, 28 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "პოლიტიკური პატიმრობა“ ვერ გახდა მისი და მისი გუნდისათვის პოლიტიკური კრიტიკისაგან თავის არიდების მიზეზი.

"გუშინდელმა მასშტაბურმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ საზოგადოებაში წინააღმდეგობის მუხტი იზრდება და საქართველოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ფართოვდება.

ჩვენ, ფედერალისტებს, ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთ-ერთ საკვანძო პირობად მიგვაჩნია საზოგადოებისთვის იმის მკაფიო დემონსტრირება, თუ რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე.

ეს ნიშნავს თავისუფალ ქვეყანას, სადაც ხელისუფლების წყარო მოქალაქეა და არა ერთი ადამიანის ნება, სადაც ხელისუფლება არჩევნებით იცვლება, კანონი ყველასთვის კანონია, ადამიანის თავისუფლებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იცავს და საქართველოს თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრია.

ივანიშვილის პროპაგანდა და, პარადოქსულად, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას ერთსა და იმავეს უმტკიცებენ - რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე ნიშნავს სააკაშვილის საქართველოს.

ეს ასე არ არის და ამის მკაფიოდ თქმა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

ამიტომ ყველგან, სადაც საერთო წინააღმდეგობის გზავნილის მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან გაიგივების მცდელობა იქნება და ასეთ მცდელობებს სისტემატურად ვხედავთ, აუცილებლად მოვახდენთ საპირისპირო გზავნილის დემონსტრირებას.

ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური უთანხმოება მიხეილ სააკაშვილთან არ გამომდინარეობს წარსულზე პასუხისმგებლობის საკითხიდან. ამ მხრივ, სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდია დაკავებული სხვებისკენ თითის გაშვერითა და, არცთუ იშვიათად, ქართული ოცნების შავრაზმული პროპაგანდის გამეორებით.

ჩვენი უთანხმოება ეხება დღევანდელობასა და საქართველოს მომავლის ხედვას.

პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის უალტერნატივობას არ აღიარებს, მოღალატედ ან ივანიშვილთან შეკრულად აცხადებს, ივანიშვილის რეჟიმისთვის სასარგებლო როლს ასრულებს და ოპოზიციის შიგნით იმავე ავტორიტარულ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს, რომლის დამარცხებასაც ვცდილობთ.

პოლიტიკურ ძალებს შორის ცივილიზებული კოორდინაციის არაერთი მცდელობა სწორედ ამ გუნდის მხრიდან გახდა საბოტაჟის სამიზნე.

ამის უახლესი მაგალითი ოპოზიციური ალიანსის მიმართ მათი დამოკიდებულებაა, როდესაც ჯერ შეუერთდნენ ალიანსს და იმავე დროს, მისი წევრების წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია წამოიწყეს, რომელსაც დღემდე აგრძელებენ.

ამ ფონზე განსაკუთრებული ცინიზმია, როდესაც ისინი დღეს საერთო სცენიდან სიტყვით გამოსვლის უფლებას მოითხოვენ იმავე პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილთან შეკრულებად აცხადებენ.

ივანიშვილი არის ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქეებს წაართვა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობა, თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციით, ქვეყანას რუსული გავლენის ჭაობში ტოვებს და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას.

მისი რეჟიმის დამარცხება ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანაა.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა ვერ გახდება მისი და მისი გუნდის პოლიტიკური ქმედებების კრიტიკისგან გათავისუფლების საფუძველი - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქმედებები ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.

ამ პრობლემის იგნორირება დღევანდელ ნაცმოძრაობასთან არარსებული ერთიანობის ილუზიის შესანარჩუნებლად მძიმე პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელმაც უკვე არაერთგზის შეუქმნა საფრთხე ივანიშვილის მიმართ სახალხო წინააღმდეგობას, მათ შორის სულ ბოლოს 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო კამპანიის დროს, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი ამოცანებისთვის ეფექტურად გამოიყენა.

ფედერალისტებს სამიზნე მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული - ივანიშვილის რეჟიმი.

და სწორედ მის დასამარცხებლად არის აუცილებელი იმ პროპაგანდისტული ალტერნატივის დანგრევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მხოლოდ ორ ავტორიტარს შორის აქვს არჩევანი.

ივანიშვილს დავამარცხებთ არა წარსულში დაბრუნების დაპირებით, არამედ უკეთესი მომავლის დამაჯერებელი პერსპექტივის შექმნით.

არა რომელიმე ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო უპირობო გაერთიანებით, არამედ თავისუფალი მოქალაქეების ფართო წინააღმდეგობითა და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს შორის პრინციპული, ცივილიზებული თანამშრომლობით.

ფედერალისტების მიზანია, ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით არა ერთი მმართველის მეორით ჩანაცვლებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა საბოლოოდ ჩაბარდეს წარსულს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. პარტია "ფედერალისტები“ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თემა: ნოემბრის

ამ თემას 25 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ტვ პირველი·21:12
    „ფედერალისტები“ 28 ნოემბრის აქციასა და ოპოზიციაში არსებულ უთანხმოებას განცხადებით ეხმაურებიან
  • კვირის პალიტრა·19:23
    პარტია „ფედერალისტები“ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • ინტერპრესნიუსი·18:48
    პარტია „ფედერალისტები“ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • ალია·18:30
    ,,ფედერალისტები” 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
ნოემბრის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·23:02

"ფედერალისტების“ ქმედება განიხილება, ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად" - პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს

"ფედერალისტების“ ქმედება განიხილება, ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად" - პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს
ამბები.ge·21:21

ევროპა კოსმოსში საკუთარ ასტრონავტებს დამოუკიდებლად გაუშვებს? - რას წარმოადგენს 10-მილიარდიანი პროექტი, რომელმაც შესაძლოა ახალი კოსმოსური ეპოქა დაიწყოს

ევროპა კოსმოსში საკუთარ ასტრონავტებს დამოუკიდებლად გაუშვებს? - რას წარმოადგენს 10-მილიარდიანი პროექტი, რომელმაც შესაძლოა ახალი კოსმოსური ეპოქა დაიწყოს
ამბები.ge·21:15

"ყველაზე ხშირად უარის თქმის მიზეზი ეს არის..." - ძირითადად რა შეცდომებს უშვებენ ვიზის მიღების მსურველები და რა სიახლეებია სავიზო მიმართულებით

"ყველაზე ხშირად უარის თქმის მიზეზი ეს არის..." - ძირითადად რა შეცდომებს უშვებენ ვიზის მიღების მსურველები და რა სიახლეებია სავიზო მიმართულებით
ამბები.ge·20:45

ჟურნალისტის მიერ თეთრ სახლთან პირდაპირ ეთერში ნათქვამ ფრაზას სკანდალი მოჰყვა - რამ განარისხა ტრამპის გარემოცვა?

ჟურნალისტის მიერ თეთრ სახლთან პირდაპირ ეთერში ნათქვამ ფრაზას სკანდალი მოჰყვა - რამ განარისხა ტრამპის გარემოცვა?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.