ორიგინალი
"ფედერალისტების“ ქმედება განიხილება, ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად" - პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს
ამბები.ge·23:02

"ფედერალისტების“ ქმედება განიხილება, ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად" - პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს

29 ნოემბერი, 2026 · 23:02

ბანერი სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით "ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანერიც მიგვაჩნია პოლიტიკური გამოხატვის ნაწილად, უბრალოდ, ნებისმიერ განზომილებაში ივანიშვილის გათანაბრება პოლიტიკურ იპონენტებთან, არის მიუღებელი, - ამის შესახებ "ახალის" განცხადებაშია ნათქვამი, რითაც პარტია 28 ნოემბრის საპროტესტო აქციას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.

განცხადებაში აღინიშნება, რომ გუშინდელი აქცია არ იყო ოპოზიციის შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი და, შესაბამისად, კოალიციის წევრი პარტია "ფედერალისტების“ ეს ქმედება "ახალის" მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

"ახალი" მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება აშორებს მთავარ მიზანს, ხოლო პარტიული კონკურენცია უნდა გადაიდოს იმ დრომდე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული დემოკრატიული არჩვენები.

"პარტია "ახალი“, როგორც გუშინდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საჭიროდ მივიჩნევთ, განცხადება გავაკეთოთ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით:

უპირველეს ყოვლისა, გუშინდელი აქცია უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა და იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხი არა თუ აგრძელებს პროტესტს, არამედ იბრძვის საბოლოო გამარჯვებისთვის და უკან არ იხევს, ვიდრე არ მიაღწევს "საქართველოს ივანიშვილის გარეშე“!

დღეს, ნებისმიერი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ამ მიზანს გვაშორებს და ერთიანი ბრძოლის იდეას აზიანებს, ეწინააღმდეგება ჩვენს პარტიულ პოზიციას და იმ პოლიტიკური ერთობის მიზნებს, რომლის წევრებიც ვართ, მათ შორის, ოპოზიციის ალიანსის.

კონკრეტულად გუშინდელ საკითხს რომ მივუბრუნდეთ და დაინტერესებული ადამიანების ლეგიტიმური ინტერესი დავაკმაყოფილოთ, განვმარტავთ, რომ:

პირველი: ბანერები ყველა პოლიტპატიმრისთვის თავისუფლების მოწოდების შესახებ არის მართებული;

მეორე:ბანერი სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით "ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანერიც მიგვაჩნია პოლიტიკური გამოხატვის ნაწილად, უბრალოდ, ნებისმიერ განზომილებაში ივანიშვილის გათანაბრება პოლიტიკურ იპონენტებთან, არის მიუღებელი.

მესამე: როდესაც აქცია იკრიბება განაცხადით "საქართველო ივანიშვილის გარეშე“, დაუშვებლად მიგვაჩნია, აქციის მონაწილეთა მთავარი მისწრაფებიდან პარტიულად ორგანიზებული გადახვევა, განსაკუთრებით, ალიანსის დანარჩენ წევრებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

მეოთხე: გუშინდელი აქცია არ იყო ოპოზიციის შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი და, შესაბამისად, კოალიციის წევრი პარტია "ფედერალისტების“ ეს ქმედება ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ალიანსის დანარჩენი წევრების უპატივცემლობა.

პარტია "ახალი“ არ არის ორიენტირებული პოლიტიკურ უთანხმოებაზე. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება გვაშორებს მთავარ მიზანს. პარტიული კონკურენცია უნდა გადავდოთ იმ დრომდე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული დემოკრატიული არჩვენები. ეს კი მხოლოდ მაშინ მიგვაჩნია შესაძლებლად, როდესაც ჩვენი ერთიანი ბრძოლის შედეგად მივაღწევთ "საქართველოს ივანიშვილის გარეშე“, -წერია განცხადებაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. "ფედერალისტების“ ქმედება განიხილება, ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად" - პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·22:45

პარტია "ფედერალისტები“ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია "ფედერალისტები“ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამბები.ge·21:21

ევროპა კოსმოსში საკუთარ ასტრონავტებს დამოუკიდებლად გაუშვებს? - რას წარმოადგენს 10-მილიარდიანი პროექტი, რომელმაც შესაძლოა ახალი კოსმოსური ეპოქა დაიწყოს

ევროპა კოსმოსში საკუთარ ასტრონავტებს დამოუკიდებლად გაუშვებს? - რას წარმოადგენს 10-მილიარდიანი პროექტი, რომელმაც შესაძლოა ახალი კოსმოსური ეპოქა დაიწყოს
ამბები.ge·21:15

"ყველაზე ხშირად უარის თქმის მიზეზი ეს არის..." - ძირითადად რა შეცდომებს უშვებენ ვიზის მიღების მსურველები და რა სიახლეებია სავიზო მიმართულებით

"ყველაზე ხშირად უარის თქმის მიზეზი ეს არის..." - ძირითადად რა შეცდომებს უშვებენ ვიზის მიღების მსურველები და რა სიახლეებია სავიზო მიმართულებით
ამბები.ge·20:45

ჟურნალისტის მიერ თეთრ სახლთან პირდაპირ ეთერში ნათქვამ ფრაზას სკანდალი მოჰყვა - რამ განარისხა ტრამპის გარემოცვა?

ჟურნალისტის მიერ თეთრ სახლთან პირდაპირ ეთერში ნათქვამ ფრაზას სკანდალი მოჰყვა - რამ განარისხა ტრამპის გარემოცვა?
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.