მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?
Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE25 აგვისტო, 2026, 03:25|bm.ge

ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების დასაფინანსებლად ჩინურმა Alibaba-მ ბირჟაზე დამატებით $10.2 მილიარდის ღირებულების აქციები განათავსა, რასაც ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე კომპანიის შეფასების მკვეთრი, 10%-იანი ვარდნა მოჰყვა.

როგორც ირკვევა, ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Alibaba-მ, არაამერიკელ ინვესტორებზე $10.2 მილიარდის საერთო ღირებულების 710 მილიონი ახალი აქცია გაყიდა. ტექნოლოგიური გიგანტის განცხადებით, მოზიდული თანხის 100% ხელოვნური ინტელექტის სრულყოფილ განვითარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოხმარდება.

კაპიტალის მოზიდვის ეს ნაბიჯი რამდენიმე დღეში მოჰყვა კომპანიის კვარტალურ ფინანსურ ანგარიშს, რომელშიც წმინდა მოგების 75%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. მოგების შემცირება სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კაპიტალური დანახარჯების 75%-იან ზრდას უკავშირდება.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში Cloud-ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში კომპანია ინვესტიციების მკვეთრ ზრდას აპირებს, რადგან თუ Alibaba ამას არ იზამს, მას კონკურენტები გადაასწრებენ და ის მომავალში ბაზრის მიღმა აღმოჩნდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიზეზი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • ყულიშკარში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდატვ პირველი
  • რუსეთი ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზს განმარტავსნეტგაზეთი
  • POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისადმი წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწიაიმედი
  • ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყოფორმულა
მიზეზი →

მსგავსი სტატიები

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

BM.GE

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

BM.GE

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

BM.GE