
2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital
2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის 2026 წლის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების შესახებ კვლევაში წერია.
საქართველოს ბაზარზე ლუდის ოთხი მსხვილი მწარმოებელი კომპანია ოპერირებს. მათი შემოსავლები ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ, 8%-16% -ით იზრდება.
ამასთან აღსანიშნია, რომ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ოთხი უმსხვილესი კომპანია [Lomisi,Georgia Beer Company, Global Beer Georgia, Argo] ლუდის ბაზრის ბრუნვის დაახლოებით 80% იკავებს.
ა.მასთან, კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ლუდის წარმოების მოცულობა მცირდება და 2025 წელს 114 მილიონი ლიტრი შეადგინა. მეორე მხრივ, ბოლო წლებში მზარდია ლუდის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე, რაც მწარმოებლების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.
მოთხოვნის მხრივ, 2025 წელს ლუდზე მოთხოვნამ საქართველოში რეკორდულ 141 მილიონ ლიტრს მიაღწია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოება კვლავ მოთხოვნის ძირითად ნაწილს აკმაყოფილებს, იმპორტირებული ლუდის წილი ეტაპობრივად იზრდება.
BM.GE
წყარო: bm.ge