მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1-ელი სექტემბრიდან თავშესაფრის პროცედურებში ცვლილებები შედის - შს მინისტრის ბრძანება
1-ელი სექტემბრიდან თავშესაფრის პროცედურებში ცვლილებები შედის - შს მინისტრის ბრძანება

1-ელი სექტემბრიდან თავშესაფრის პროცედურებში ცვლილებები შედის - შს მინისტრის ბრძანება

BM.GE30 აგვისტო, 2026, 20:29|bm.ge

„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №115 ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

განისაზღვრა, რომ 1-ელი სექტემბრიდან უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან და მასზე არ ვრცელდება არგაძევების პრინციპი. შესაბამისად, გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

ახალი რედაქცია ითვალისწინებს განხილვის ტიპის სწრაფ განსაზღვრას - ანკეტირების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიგრაციის სამმართველოს უფროსი ვალდებულია დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინოს ოფიციალური პატაკი, რომელიც განსაზღვრავს განმცხადებლის საქმე წავა დაჩქარებული წესით (თუ აშკარად დაუსაბუთებელია) თუ ჩვეულებრივი (სტანდარტული) პროცედურით. ასევე, ცვლილება ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ანკეტირება აღარ ტარდება.

ამასთან, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მიღებასთან დაკავშირებული ცვლილებით, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მისაღებად უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი პირადად უნდა გამოცხადდეს დეპარტამენტში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“სკოლაში ფორმის ტარების ვალდებულების ამოქმედებამ ჩვენზე მოთხოვნა გაზარდა” - რას სთავაზობს მშობლებს “მანიკო”

“სკოლაში ფორმის ტარების ვალდებულების ამოქმედებამ ჩვენზე მოთხოვნა გაზარდა” - რას სთავაზობს მშობლებს “მანიკო”

BM.GE

BSP-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნავთობი მიიღო - რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დასრულდა

BSP-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნავთობი მიიღო - რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დასრულდა

BM.GE

ბოლო 5 წელში საქონლის ხორცი 61%-ით გაძვირდა|როგორ იცვლებოდა ფასები წლების განმავლობაში ხორცზე?

ბოლო 5 წელში საქონლის ხორცი 61%-ით გაძვირდა|როგორ იცვლებოდა ფასები წლების განმავლობაში ხორცზე?

BM.GE

ბათუმის დინამო გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

ბათუმის დინამო გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

BM.GE