
BSP-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნავთობი მიიღო - რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დასრულდა
“ბლექ სი პეტროლიუმის” (BSP) ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობი მიიღო - BMG-ის მიერ მოპოვებული ვიდეომასალის თანახმად, ტანკერი სახელწოდებით Kriti Legend-ი ლიბიიდან საქართველოში 28 აგვისტოს ჩამოვიდა და დღევანდელი მდგომარეობით ნავთობის გადმოტვირთვა დაიწყო.
BSP-ში 25 აგვისტოს დაადასტურეს, რომ რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობი ჩაანაცვლეს და კომპანია 24 აგვისტოდან უკვე სრულად არარუსული წარმოშობის ნავთობს ამუშავებს.
იქამდე, სანამ კომპანია ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებდა, BSP-იმ 2026 წლის ივლისიდან ყაზახური წარმოშობის მიღება და გადამუშავება დაიწყო, რაც საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ სტატისტიკაშიც ასახა საქსტატმა.
BSP-ის მიერ 31 ივლისს გაკეთებული განცხადების მიხედვით კი უკვე აგვისტოდან კომპანია რუსული ნედლი ნავთობის სრულ ჩანაცვლებას შეძლებდა, რადგან ამ პერიოდში კომპანია ყაზახეთიდან დამატებით მოცულობებს ელოდა, რასაც ლიბიური წარმოშობის ნავთობის იმპორტის დაწყებაც უნდა მოჰყოლოდა.
კომპანიის წინა განცხადების თანახმად, BSP-ის ლიბიიდან ნავთობის მიწოდების ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.
BM.GE
წყარო: bm.ge