მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "10 000 ბინა და ₾2 მილიარდის ინვესტიცია" - m² თბილისში 6 ახალ მასშტაბურ პროექტს აანონსებს
"10 000 ბინა და ₾2 მილიარდის ინვესტიცია" - m² თბილისში 6 ახალ მასშტაბურ პროექტს აანონსებს

"10 000 ბინა და ₾2 მილიარდის ინვესტიცია" - m² თბილისში 6 ახალ მასშტაბურ პროექტს აანონსებს

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 13:14|bm.ge

დეველოპერული კომპანია m², მფლობელების ცვლილების შემდეგ, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და თბილისში 6 ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტების ჯამური ფართობი 30 ჰექტარს მოიცავს, საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო საცხოვრებელი ფონდი 10 000-მდე ბინას გააერთიანებს.

როგორც m²-ის გენერალურმა დირექტორმა და პარტნიორმა, დიმიტრი ადამიამ "საქმიან დილაში" განაცხადა, კომპანიაში გარდამტეხი ეტაპი დაიწყო, რაც როგორც საოპერაციო და სტრუქტურულ ცვლილებებს, ისე გუნდის გაძლიერებას გულისხმობს.

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ახალ პროექტებში m² ერთგული რჩება თავისი მთავარი გზავნილისა და კონცეფციის, რასაც "სახლს მთელი უბანი მოჰყვება" გულისხმობს. აღნიშნული მიდგომა ცალკეული საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად, სრულფასოვანი ურბანული სივრცეებისა და უბნების განვითარებას ითვალისწინებს, რომლის პრაქტიკული მაგალითიც უკვე განხორციელებული m³-ია.

"უბანი მოჰყვება - ეს არის განსხვავებული კონცეფცია, რომელიც, ვფიქრობ, m²-მა დაიწყო საქართველოში. ეს გულისხმობს არა ცალკეულ შენობას, არამედ მთელს კომპლექსს. ეს არის უბანი, სადაც ადამიანი მიდის თავის სახლში და ყველაფერი აქვს იქ და არ სჭირდება ყოველ წამს გასვლა უბნიდან. ყველა მომსახურება და სერვისი შეუძლია ადგილზე მიიღოს: დასვენების ზონები, სპორტული სივრცეები, სკოლა, მაღაზიები, კომერციული ობიექტები. სწორედ ახალ პროექტებში ვგეგმავთ ასეთი ტიპის კომპლექსების მშენებლობას, რაც უფრო კომფორტულია, ვიდრე ცალკეული პროექტები", - აღნიშნა ადამიამ.

მისი თქმით, დედაქალაქში დაგეგმილ 6 ახალ პროექტს შორის არცერთი მიწის ნაკვეთის მოცულობა 1.5 ჰექტარზე ნაკლები არ არის. პირველი მსხვილი პროექტი დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის ხეივნის კვეთაზე, "გუდვილის" მიმდებარედ 6.3 ჰექტარზე განხორციელდება. პირველ ფაზაში აქ თაუერის ტიპის 6 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, მომავალში კი "გუდვილის" ნაცვლად 60 000 კვადრატული მეტრის ფართობის სავაჭრო ცენტრი მოეწყობა. პროექტის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.

კიდევ ერთი მასშტაბური დასახლება ვარკეთილის მე-3 მასივში, მე-4 მიკრორაიონში, "ჰუალინგის" მიმდებარედ 15 ჰექტარზე გაშენდება, სადაც განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) უკვე დამტკიცებულია და ბინების გაყიდვები დეკემბერში დაიწყება.

გარდა ამისა, m²-ის პროექტები დაგეგმილია გურამიშვილის გამზირზე, ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 3.5 ჰექტარის ტერიტორიაზე (მეტრო "ღრმაღელესა" და "გურამიშვილს" შორის), სადაც გაყიდვები დეკემბერ-იანვარში გაიხსნება.

საბურთალოზე, ნუცუბიძის N3-სა და ბუდაპეშტის ქუჩას შორის არსებულ 2 ჰექტარზე, ასევე გიორგი ხმალაძის პროექტით ახალი კომპლექსი აშენდება.

პრემიუმ სეგმენტს წარმოადგენს მერაბ ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის მიმდებარე კლდის ფერდობზე 13 500 კვადრატულ მეტრზე დაგეგმილი თაუერი და ორი დამატებითი შენობა მტკვრის ხედით.

ხოლო მუხიანში, ალექსანდრე გობრონიძის 25 ნომერში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და გაყიდვები ოქტომბრიდან გაიხსნება.

"ეს არის 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთები ჯამურად, დაახლოებით 10 000 ბინა და 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია. წლის ბოლოს ვგეგმავთ მასშტაბურ პრეზენტაციას, სადაც დეტალებსა და ვიზუალიზაციას უფრო სრულად წარვუდგენთ მომხმარებელს.

ასევე ვგეგმავთ ბათუმში მასშტაბურ პროექტს, სადაც ორ თაუერს საერთაშორისო ბრენდის ქვეშ ავაშენებთ, თავისი სავაჭრო ცენტრით. ამასთან, ვგეგმავთ საერთაშორისო, უცხოურ ბაზარზე გასვლასაც, რის შესახებაც ძალიან მალე დავაანონსებთ. ამ ყველაფერში მხარს გვიმაგრებს და გვეხმარება ჩვენი საუკეთესო პარტნიორი "თიბისი ბანკი" და მისი ძალიან ძლიერი გუნდი", - განაცხადა დიმიტრი ადამიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში "საქართველოს კაპიტალმა" (GCAP) შვილობილი დეველოპერული კომპანია m² გაყიდა. შპს მ2 ჯგუფის ახალი მფლობელი 2026 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული კომპანია შპს თრასთ ჰოლდინგი გახდა. თავად კომპანია ბაზარზე 18 წელია ოპერირებს და ჯამში 14 დასრულებულ და 3 მიმდინარე პროექტს აერთიანებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 211 სტატია.

  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები დღესაც თბილისის და რაიონულ სასამართლოებში გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურებაფორმულა
  • ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრესტვ პირველი
თბილისის →პროექტი →

მსგავსი სტატიები

პრემიერის განცხადება სიღარიბის შემცირებაზე — რას გვიჩვენებს რეალური სურათი და რის ხარჯზე შემცირდა აბსოლუტური სიღარიბე

პრემიერის განცხადება სიღარიბის შემცირებაზე — რას გვიჩვენებს რეალური სურათი და რის ხარჯზე შემცირდა აბსოლუტური სიღარიბე

BM.GE

სანოტარო თარგმანი 2 საათში: როგორ ცვლის "თარგმნის სახლი" სათარჯიმნო მომსახურების სტანდარტს

სანოტარო თარგმანი 2 საათში: როგორ ცვლის "თარგმნის სახლი" სათარჯიმნო მომსახურების სტანდარტს

BM.GE

OpenAI-მ ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდზე შეღწევის გამო ბოდიში მოიხადა

OpenAI-მ ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდზე შეღწევის გამო ბოდიში მოიხადა

BM.GE

დღეს, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

BM.GE