მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 10 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავა - რაზე ისაუბრებენ ტრამპი და სი ძინპინი?
10 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავა - რაზე ისაუბრებენ ტრამპი და სი ძინპინი?

10 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავა - რაზე ისაუბრებენ ტრამპი და სი ძინპინი?

BM.GE13 მაისი, 2026, 11:50|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა.

აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თითქმის ათწლეულის განმავლობაში გეოპოლიტიკური რყევების, ახლო აღმოსავლეთში ახალი, რთული კონფლიქტისა და მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შორის პერიოდულად დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს.

ტრამპი პეკინში დღეს საღამოს უნდა ჩავიდეს. საერთაშორისო მედია წერს, რომ მისი მიზანი ირანის ომის გამო შესუსტებული ძალაუფლებისა და პრესტიჟის აღდგენაა.

ტრამპთან ერთად იქნებიან ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, მათ შორის ილონ მასკი (Tesla) და ტიმ კუკი (Apple). ასევე, დაგეგმილია ხმაურიანი გარიგებების გაფორმება. ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩასვლისას ჩინეთის ლიდერისგან, სი ძინპინისგან "დიდ და მჭიდრო ჩახუტებას" ელის.

The Guardian-ის შეფასებით, პრეზიდენტების შეხვედრაზე დღის წესრიგში, სავარაუდოდ, რამდენიმე საკვანძო საკითხი დომინირებს:

1. ირანის ომიტრამპს სურს, რომ ჩინეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ წასაწევად და ჰორმუზის სრუტის გასახსნელად თეირანზე ზეწოლა მოახდინოს. დღემდე პეკინი (სულ მცირე, საჯაროდ) ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ბრძოლას შორიდან აკვირდებოდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით ნახევარი სწორედ ჰორმუზზე გადის, სი ძინპინი საწყლოსნო გზის განბლოკვით ნამდვილად დაინტერესებულია. ჩინეთში იციან, რომ ნავთობის მიწოდების კრიზისით გამოწვეული გლობალური რეცესიის შემთხვევაში, მათი ექსპორტი დაზარალდება.

სურათს ის ართულებს, რომ ამ კვირაში აშშ-მა სანქციები დაუწესა რამდენიმე ჩინურ ფირმას, რომლებსაც ბრალად ირანული ნავთობის გადაზიდვაში დახმარება და სატელიტური სურათების მიწოდება ედებათ, რაც, სავარაუდოდ, ირანულ სამხედრო ოპერაციებში გამოიყენება - პეკინი ამ ბრალდებებს უარყოფს. ტრამპის ჩასვლას წინ უძღოდა გასულ კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ვიზიტი პეკინში.

2. ტაივანიპეკინს აშშ-ზე ზეწოლის მოხდენა ტაივანის საკითხზე სურს, მაშინ როცა ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის კუნძულისთვის იარაღის მიყიდვის საკითხი დააყენოს. დეკემბერში ტრამპმა ტაივანისთვის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტი დაამტკიცა, რაც კუნძულისთვის იარაღის ყველაზე დიდი მიყიდვაა ისტორიაში, თუმცა გადაზიდვები ჯერ არ განხორციელებულა.

შესაძლოა, სი ძინპინი შეეცადოს ტაივანთან მიმართებით აშშ-ის ტერმინოლოგია შეცვალოს. პეკინის გადმოსახედიდან იდეალური იქნებოდა ვაშინგტონის განცხადება, რომელიც ტაივანის დამოუკიდებლობას "ეწინააღმდეგება" და არა უბრალოდ "მხარს არ უჭერს".

3. ხელოვნური ინტელექტი (AI)ჩინეთი და აშშ ხელოვნური ინტელექტის რბოლაში არიან ჩართულები, რომელიც ერთგვარ ტექნოლოგიურ ცივ ომად იქცევა.

აპრილში თეთრმა სახლმა ჩინეთი აშშ-ის AI ლაბორატორიებიდან ინტელექტუალური საკუთრების ინდუსტრიული მასშტაბით მოპარვაში დაადანაშაულა, რასაც პეკინი უარყოფს. ამავდროულად, პეკინს აღიზიანებს ვაშინგტონის სურვილის არქონა, Nvidia-ს ჩინეთში ყველაზე მძლავრი პროცესორების ჩიპების ექსპორტის უფლება მისცეს.

4. აშშ-ჩინეთის ვაჭრობატრამპი ვაჭრობის საკითხში ჩინეთს არაერთხელ დაემუქრა და გასულ წელს 140%-ზე მეტი ტარიფები დაუწესა. მაგრამ სი ძინპინმაც გამოიყენა თავისი ბერკეტები და უკან არ დაუხევია - ჩინეთმა აშშ-ში იშვიათ მიწათა მინერალებისა და მაგნიტების ექსპორტი დაბლოკა. საბოლოოდ, ტრამპმა უკან დაიხია. ირანის ომში აშშ-მა თავისი იარაღის არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოწურა, ხოლო შეიარაღების ბევრი კომპონენტი მოითხოვს კრიტიკულ მინერალებს, რომლებიც ჩინეთის მიერ დომინირებულ მიწოდების ჯაჭვებთან არის დაკავშირებული.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ჩინეთი Boeing-ის თვითმფრინავების, ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ენერგორესურსების შესყიდვის შესახებ გამოაცხადებს. სანაცვლოდ პეკინს სურს, რომ აშშ-მა მოწინავე ნახევარგამტარების ექსპორტზე შეზღუდვები შეამსუბუქოს.

5. ფენტანილიPolitico-ს ცნობით, რომელიც ანონიმურ ადმინისტრაციის წარმომადგენელს ეყრდნობა, ფენტანილი ამ კვირაში ტრამპის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. აშშ, დიდი ხანია, ჩინურ ბიზნესებს მექსიკური კარტელების იმ ქიმიური პრეკურსორების მომარაგებაში ადანაშაულებს, რომლებიც ნარკოტიკების დასამზადებლად გამოიყენება.

თუმცა, ტრამპმა ფენტანილის ფრონტზე მნიშვნელოვანი ბერკეტი მას შემდეგ დაკარგა, რაც ჩინეთი ტარიფების შესახებ მის მუქარებს არ დაემორჩილა. მარტში აშშ და ჩინეთი გაეროს ნარკოტიკებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ფენტანილისა და ვაჭრობის საკითხებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩინეთს სურს, რომ ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური "ნარკოტიკების ტრანზიტის ან უკანონო ნარკოტიკების მწარმოებელი ძირითადი ქვეყნების" სიიდან ამოიღონ, რომელიც სექტემბერში უნდა განახლდეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამხრეთის გაზის კორიდორს Moody's-მა Baa3 რეიტინგი მიანიჭა

სამხრეთის გაზის კორიდორს Moody's-მა Baa3 რეიტინგი მიანიჭა

BM.GE

"სამი წლის მერე ან მთავრობა შეიცვლება ან ვენახის გაშენების ნებართვის წესი"|გიორგი სამანიშვილის ანალიზი და რჩევები

"სამი წლის მერე ან მთავრობა შეიცვლება ან ვენახის გაშენების ნებართვის წესი"|გიორგი სამანიშვილის ანალიზი და რჩევები

BM.GE

N304 მარშრუტზე, 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ - კახა კალაძე

N304 მარშრუტზე, 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ - კახა კალაძე

BM.GE

Coca-Cola x FIFA World Cup - მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე

Coca-Cola x FIFA World Cup - მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დროშები კოკა-კოლას საკოლექციო ქილებზე

BM.GE