მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე
ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე

ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციით, ტრამპის წარმომადგენლებთან სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდა, რომელშიც უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფების დონეზე მიიღებენ მონაწილეობას.

ზელენსკის ცნობით, შეხვედრა ნოემბერში იგეგმება.

ზელენსკის თქმით, ოქტომბერშიც ელოდნენ სამმხრივი შეხვედრის გამართვას, მაგრამ ის არ შედგა, რადგან რუსებმა შეხვედრაზე უარი თქვეს.

"ჩემმა გუნდმა და მე ვისაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. განვიხილეთ ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრების შედეგები და ის, თუ როგორ შეგვიძლია ნოემბერში დიპლომატიური პროცესის წინ წაწევა.

შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე, რომელშიც უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფების დონეზე მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის გამართვა ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დღეს შევხვდეთ - ხვალაც კი. თუმცა, ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. ოქტომბერშიც ველოდით სამმხრივი შეხვედრის გამართვას, მაგრამ ის არ შედგა, რადგან რუსებმა შეხვედრაზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი მოიგონეს.

ახლა ყველამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს შეხვედრები მართლაც გაიმართოს - ამერიკასთან, ევროპასა და ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად. შესაძლებელია თუ არა ამ შეხვედრების გამართვა ამერიკის მონაწილეობის ან რუსეთზე ამერიკული ზეწოლის გარეშე? ალბათ, არა. სწორედ ამიტომ, დიდ იმედს ვამყარებთ ამერიკაზე და ველით, რომ ის ამ საკითხს ყველა დონეზე პრიორიტეტად დატოვებს.

ამასთან, ტექნიკური დონის სამმხრივი მოლაპარაკებებიდან ლიდერების შეხვედრაზე უნდა გადავიდეთ, რადგან ძირითადი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი", - თქვა ზელენსკიმ ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • რატომ უჩივლეს ტრამპის კრიპტოკომპანიას სასამართლოში?BM.GE
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს - ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება კიევში კაპიტულაციის მცდელობად აღიქმებარუსთავი 2
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია

მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია

ფორმულა

დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა

დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა

ფორმულა

ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება

ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება

ფორმულა

ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოს

ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოს

ფორმულა