მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია
100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE8 ნოემბერი, 2026, 23:37|bm.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ჯანდაცვის ინფლაციის მიზეზების შესწავლის შედეგებს წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მხოლოდ გასულ წლის პერიოდზე სააგენტომ 13 000 სერვისი შეისწავლა, სადაც 400-მდე სერვისის შემთხვევაში მაღალი ფასნამატი გამოიკვეთა. დასაბუთდება თუ არა არსებული მაღალი ფასნამატები, ეს უკვე სააგენტოს საბოლოო ანგარიშში გამოჩნდება, რომელიც წლის ბოლოსთვის გახდება საჯარო.

თავის მხრივ ჯანდაცვის ასოციაცია ამბობს, რომ სააგენტომ დეტალური დოკუმენტაცია გამოითხოვა კლინიკებიდან და კონკრეტული შედეგები ჯერ მათთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება 400 სერვისის შემთხვევაში გამოვლენილ მაღალ ფასნამატებს, მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ეს შესწავლილი სერვისების მხოლოდ 3%-ია და მომსახურებაზე ფასების კატასტროფული ზრდა არ ფიქსირდება.

„ანგარიში ჯერ არ გვინახავს. კლინიკების მხრიდან დიდი ხანია გადაცემულია ის მონაცემები, რა მონაცემებიც მოითხოვა კონკურენციის სააგენტომ. კონკურენცია ნამდვილად არსებობს ამ სფეროში და მანდ არაფერია საკამათო.

რაც შეეხება 400 სერვისის შემთხვევაში გამოვლენილ ფასნამატებს, მივწერეთ სააგენტოს და ჩვენთვისაც, ასოციაციისთვისაც საინტერესო იქნებოდა უფრო მეტი დეტალი, მაგრამ როგორც ჩანს, ანგარიშის მომზადების პროცესში არიან.

13,000 სერვისი განიხილეს. მათ შორის 400-ში აისახა 100%-იანი ზრდა, როგორც ეს ინტერვიუში დასახელდა. 13,000-დან 400 შემთხვევა სულ 3%. ანუ სერვისების 3%-შია რაღაც ზრდა, თუმცა ამაზე მეტი დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს.

ამას თუ იმ კუთხიდანაც შევხედავთ, ინფლაციის თვალსაზრისით რა ხდება, არაფერი რადიკალური ზრდა არც [ჯანდაცვის] ინფლაციის მაჩვენებლებში არ ჩანს”,-აცხადებს მაია მახარაშვილი.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, 170-მდე სტაციონარული დაწესებულება შეისწავლეს, სადაც აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ასეული სერვისის შემთხვევაში ადგილი აქვს 100%-ით და მეტით ფასნამატს.

„სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი არის დასკვნით ეტაპზე. ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ საბოლოო შედეგებს ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენს მიერ გამოკვლეულია დაახლოებით 170 სტაციონარული დაწესებულება, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, 2025 წლის შემთხვევაში, შევისწავლეთ 13 000-მდე სამედიცინო სერვისი. 13 000 სამედიცინო სერვისიდან დაახლოებით 400 არის ისეთი ტიპის სერვისი, სადაც ფასების გაძვირება მოხდა. ჩვენ გვაქვს რანჟირება ასევე პროცენტულად, ფასნამატების მაჩვენებლის, თუ სად არის 100% და მეტი ფასნამატი ამ 400 დასახელების სამედიცინო სერვისზე. და ამ დროისათვის გავდივართ კონკრეტულ მიმართულებებს, თუ რისგან შეიძლება შედგებოდეს აღნიშნული მაღალი ფასნამატი. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო სურათი იქნება“, - განაცხადა ლექვინაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE

"ოცნების" პირობებში ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პერსპექტივა არ აქვს - ელგუჯა ხოკრიშვილი

"ოცნების" პირობებში ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პერსპექტივა არ აქვს - ელგუჯა ხოკრიშვილი

BM.GE