მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები
"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE8 ნოემბერი, 2026, 22:35|bm.ge

მიკრობანკ “კრისტალში” აცხადებენ, რომ უახლოეს სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას გეგმავენ.

როგორც “კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში აღნიშნა, ბოლო წელიწად-ნახევარში, მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ მიკრობანკის ლიცენზია მიიღო, მეტი აქცენტი ციფრულ ტრანსფორმაციაზე გაკეთდა. მომდევნო წლებში კი ორგანიზაციის გეგმებშია როგორც საკრედიტო, ასევე ანაბრების პორტფელის ზრდა.

ამასთან, ილია რევიას თქმით, მიკრობანკის მიმართ მზარდია ინტერესი როგორც ახალი აქციონერების, ასევე ინვესტორების მხრიდან. “კრისტალში” აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში ორგანიზაციამ სხვადასხვა ფონდებისგან და ინვესტორებისგან 1 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის დაფინანსების მოზიდვა შეძლო.

“ჩვენ ბოლო შვიდი წელში მილიარდ ლარზე მეტი გვაქვს შემოტანილი ქართულ ეკონომიკაში, არა მხოლოდ უცხოური ფონდებისგან. ასე რომ აქციონერების და ინვესტორების ინტერესი ორგანიზაციის მიმართ საკმაოდ მაღალია.

ამ ეტაპზე ერთ-ერთ მსხვილ საერთაშორისო ფონდთან მიდის მუშაობა სასესხო ვალდებულებაზე, 20 მილიონი ევროს მოცულობით და კიდევ მეორესთან, ასევე საერთაშორისო ფონდთან იგივე მოცულობით. ფინანსური სახსრების მოზიდვის ოდენობებიც გაიზარდა ამ წლების განმავლობაში.

ყველა გარემო ფაქტორი თუ იგივე დარჩა, ანუ პოზიტიური მაკროეკონომიკური გარემო შენარჩუნდა, ჩვენი მოლოდინით, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში საკრედიტო პორტფელის თითქმის გაორმაგებას ვგეგმავთ. რაც შეეხება სადეპოზიტო პორტფელს, ველოდებით, რომ ჩვენი დაფინანსება დეპოზიტების მიმართულებით 30%-მდე იქნება. ამაში გვეხმარება უშუალოდ საკანონმდებლო ინიციატივებიც, სადაზღვევო ლიმიტის ზრდა დაზღვეულ დეპოზიტებზე.

თუმცა, ბუნებრივია, შევინარჩუნებთ იმ კარგ ურთიერთობებს, რაც გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებსაც განსაკუთრებით ინტერესი აქვთ საქართველოში დააფინანსონ ბიზნესი”, - განაცხადა ილია რევიამ.

ცნობისთვის, “კრისტალმა” მიკრობანკის ლიცენზია 2025 წლის თებერვალში მიიღო. წელს 9 თვის მონაცემებით, “კრისტალის” საკრედიტო პორტფელის 610 მლნ ლარს, ხოლო დეპოზიტების მოცულობა 56 მლნ-ს აჭარბებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"ოცნების" პირობებში ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პერსპექტივა არ აქვს - ელგუჯა ხოკრიშვილი

"ოცნების" პირობებში ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე პერსპექტივა არ აქვს - ელგუჯა ხოკრიშვილი

BM.GE