მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - ჯანდაცვის მინისტრი
100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - ჯანდაცვის მინისტრი

100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი - ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 17:36|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

„100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ არსებულიყო მდგომარეობის გართულების ან შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი.

სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება რა მოხდა და ბუნებრივია, ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი.

მე ვერ ვხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ რაიმე საყვედურის სათქმელად. გაუგებარია, რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა, როდესაც ის აკონტროლებს",- ამბობს მინისტრი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ჩხრეკა ჩატარდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • პოლიციელებს, როდესაც მათ თავს ესხმიან, თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ - საფრანეთის შს მინისტრირუსთავი 2
  • გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვაფორმულა
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
  • ილიაუნის სტუდენტები მინისტრს უნივერსიტეტში იბარებენტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

"ევროკრედიტი" კახეთში ფართოვდება - კომპანიის 31-ე ფილიალი საგარეჯოში გაიხსნა

"ევროკრედიტი" კახეთში ფართოვდება - კომპანიის 31-ე ფილიალი საგარეჯოში გაიხსნა

BM.GE

Google Ads-ის ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოში: ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობები Coob Ads-თან ერთად

Google Ads-ის ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოში: ბიზნესის ზრდის ახალი შესაძლებლობები Coob Ads-თან ერთად

BM.GE

აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

BM.GE

„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება

„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება

BM.GE