მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 11-14 სექტემბრის პერიოდში, ევროპის მოედანსა და მის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება - თბილისის მერია
11-14 სექტემბრის პერიოდში, ევროპის მოედანსა და მის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება - თბილისის მერია

11-14 სექტემბრის პერიოდში, ევროპის მოედანსა და მის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება - თბილისის მერია

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 16:05|bm.ge

საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრი Red Bull Soapbox Race), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პირველ ეტაპზე, 11 სექტემბრის 20:00 საათიდან 12 სექტემბრის 22:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება ღვინის აღმართზე და დუტუ მეგრელის ქუჩაზე. ასევე, მეტეხის ხიდზე ევროპის მოედნის მიმართულებით შეიზღუდება ორი სამანქანო ზოლი, ხოლო ევროპის მოედანზე - ერთი განაპირა ზოლი ნოე ჟორდანიას სანაპიროს დასაწყისამდე.

მეორე ეტაპზე, 12 სექტემბრის 22:00 საათიდან 14 სექტემბრის 03:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართზე, დუტუ მეგრელის ქუჩასა და ევროპის მოედანთან დამაკავშირებელ ნოე ჟორდანიას სანაპიროს მონაკვეთზე.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით.საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.

რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • შსს: თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლაფორმულა
  • სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირიიმედი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

გამოშვებაში 40%-ზე მეტი, მშპ-ში კი 3.4% - რატომ არის მრეწველობის სექტორის ეკონომიკაზე გავლენა ზომიერი?

გამოშვებაში 40%-ზე მეტი, მშპ-ში კი 3.4% - რატომ არის მრეწველობის სექტორის ეკონომიკაზე გავლენა ზომიერი?

BM.GE

წელს, ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით ₾2.9 მილიარდი დაუბრუნდება | გიორგი კაკაურიძე

წელს, ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით ₾2.9 მილიარდი დაუბრუნდება | გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

BM.GE