მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 13 საბაზისო სურსათის ფასი 4.4%-ით შემცირდა|როგორ იცვლებოდა ფასები სექტემბერში ekalata.gov.ge-ზე?
13 საბაზისო სურსათის ფასი 4.4%-ით შემცირდა|როგორ იცვლებოდა ფასები სექტემბერში ekalata.gov.ge-ზე?

13 საბაზისო სურსათის ფასი 4.4%-ით შემცირდა|როგორ იცვლებოდა ფასები სექტემბერში ekalata.gov.ge-ზე?

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 16:16|bm.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) www.ekalata.gov.ge-ს სექტემბრის თვის ფასების დინამიკაზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით.

GCCA-ში აღნიშნავენ, რომ სექტემბრის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან (კვერცხი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ფქვილი, ქათმის ხორცი, რძე, მაწონი, არაჟანი, კარაქი, მზესუმზირას ზეთი, ხაჭო, წიწიბურა) შემდგარი ყველაზე იაფი კალათისა და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.

სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა. კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25.57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26.17 ლარი იყო.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში და შექმნან ინდივიდუალური კალათა.

პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალიც, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“, „ზღაპარი“ „სუფთა სახლი" და „ევროპროდუქტი".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Disney-მ ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა

Disney-მ ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა

BM.GE

საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა

საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა

BM.GE

“ანაკლიის პორტს სულ მცირე 3 წელი დასჭირდება ასამუშავებლად” - მსოფლიო ბანკი

“ანაკლიის პორტს სულ მცირე 3 წელი დასჭირდება ასამუშავებლად” - მსოფლიო ბანკი

BM.GE

ლიმონი, კიტრი, საზამთრო, უმაღლესი განათლება|ყველაზე გაიაფებული პროდუქტები/სერვისები

ლიმონი, კიტრი, საზამთრო, უმაღლესი განათლება|ყველაზე გაიაფებული პროდუქტები/სერვისები

BM.GE