მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 13 წლის შემდეგ პირველად, FBI-ს დირექტორი რუსეთში ჩადის
13 წლის შემდეგ პირველად, FBI-ს დირექტორი რუსეთში ჩადის

13 წლის შემდეგ პირველად, FBI-ს დირექტორი რუსეთში ჩადის

BM.GE21 ივლისი, 2026, 15:28|bm.ge

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კაშ პატელი, მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. როგორც ირკვევა, ამერიკელი მაღალჩინოსანი ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ სანქტ-პეტერბურგში ჩავა, მისი მასპინძელი კი რუსეთის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბორტნიკოვი იქნება.

ვლადიმერ პუტინთან FBI-ის ხელმძღვანელის შესაძლო შეხვედრის დეტალები ამჟამად უცნობია და ასევე დაუზუსტებელია, თუ რა საკითხების განხილვას გეგმავს დელეგაცია.

როგორც ცნობილია, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის ომის გამო ბოლო თვეებში დაძაბულობა გაიზარდა, ამერიკელმა კანონმდებლებმა კი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობა დაიწყეს.

რაც შეეხება უშუალოდ კაშ პატელს, ის მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ პირველად მაშინ მოექცა, როცა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა და პროცესზე მოსკოვის გავლენები გამორიცხა.

FBI-ს დირექტორის წინააღმდეგ დემოკრატებმა სპეციალური გამოძიებაც კი დაიწყეს, რადგან მას სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და გადასახადის გადამხდელთა ფულის პირადი მიზნებისთვის გახარჯვაში ადანაშაულებდნენ. POLITICO-ს ცნობით, პატელის ირგვლივ კითხვები ანაზღაურების სახით მიღებულ იმ $25,000-თან დაკავშირებითაც ისმება, რომელიც მან კრემლთან დაკავშირებული კომპანიისაგან მიიღო.

ცნობისთვის, ბოლოს FBI-ის დირექტორი რუსეთს 2013 წელს ეწვია. მაშინ მოსკოვში რობერტ მიულერი ჩავიდა, რომელმაც მოგვიანებით ტრამპის საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ სპეციალური გამოძიებაც კი ჩაატარა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

BM.GE