
16 ივნისის ღონისძიებების ანონსი
16 ივნისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
• სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2025“ (სოფლის მეურნეობის დაზუსტებული მაჩვენებლები, 2025 წელი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია); • დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2026 წლის I კვარტალი);
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირების, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
BM.GE
წყარო: bm.ge