მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის სეზონი იხსნება - რა ეღირება წელს საბაგიროთი სარგებლობა?
18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის სეზონი იხსნება - რა ეღირება წელს საბაგიროთი სარგებლობა?

18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის სეზონი იხსნება - რა ეღირება წელს საბაგიროთი სარგებლობა?

BM.GE15 ივლისი, 2026, 00:15|bm.ge

18 ივლისიდან გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო (MTA) ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დამსვენებლებს ყოველდღიურად, 11:00-დან 17:00 საათამდე, გუდაურისა და კობის საბაგიროები – გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო მოემსახურება.

MTA-ის ინფორმაციით, აბონემენტების შეძენა კურორტის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ამასთან, 10-დღიანი სეზონური აბონემენტის გააქტიურება ვიზიტორებს გასული სეზონების მულტიქარდზეც შეეძლებათ.

2026 წლის ზაფხულის სეზონის აბონემენტების ფასები ასეთია:

• 1 ასვლა – უფროსი -15 ლარი, ბავშვი (6-12 წელი) - 10 ლარი; • კობის გადმოსახედი (ორივე გზა) – უფროსი - 35 ლარი, ბავშვი (6-12 წელი) - 25 ლარი; • 10-დღიანი სეზონური აბონემენტი – უფროსი - 100 ლარი, ბავშვი (6-12 წელი) - 80 ლარი. • 6-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასოა.

ფასები მოცემულია ლარში (მოიცავს 18% დღგ-ს).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

BM.GE

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

BM.GE

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

BM.GE

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

BM.GE