მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი - ირაკლი კობახიძე
2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი - ირაკლი კობახიძე

2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, უკვე შეძენილია 200 ვაგონი - ირაკლი კობახიძე

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 15:45|bm.ge

ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია 50 ახალი ელექტრო-ლოკომოტივის შეძენა.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში პირველად მოხდება ის, რომ ჩვენ შევიძენთ ელექტრო-ლოკომოტივებს. ასევე დაგეგმილია 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შეძენა და მთლიანობაში, 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ. უკვე შეძენილია 200 ვაგონი, რომლის მაგალითს აქვე ვხედავთ. მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხსნისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ. ეს იყო ბატონი ლაშას უშუალო ინიციატივა და სერიოზული მუშაობა დასჭირდა ამ ყველაფერს. ჩვენ შუამავლების გარეშე შევიძინეთ ეს ვაგონები, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა შესაბამისი დანახარჯი. მთლიანობაში დანაზოგი 400 ვაგონზე იქნება დაახლოებით 6 მლნ დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში ჩაბრუნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე „ნაცურს“ უწოდებსფორმულა
  • [დავითაძის] კადრებმა აჩვენა, რომ ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის დაცვით – კობახიძენეტგაზეთი
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრორუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მომდევნო 3 წელიწადში საქართველოს რკინიგზაში ₾2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

მომდევნო 3 წელიწადში საქართველოს რკინიგზაში ₾2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს - მარიამ ქვრივიშვილი

ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულების შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულების შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ვინ ფლობს და რას საქმიანობს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?

ვინ ფლობს და რას საქმიანობს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?

BM.GE