მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2 კლინიკას და 5 ექიმს გაფრთხილება მიეცა - რა განიხილეს პროფესიული განვითარების საბჭოზე?
2 კლინიკას და 5 ექიმს გაფრთხილება მიეცა - რა განიხილეს პროფესიული განვითარების საბჭოზე?

2 კლინიკას და 5 ექიმს გაფრთხილება მიეცა - რა განიხილეს პროფესიული განვითარების საბჭოზე?

BM.GE29 აგვისტო, 2026, 16:59|bm.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე ახალი კონცეფცია წარადგინა, რომლის მიზანიც პროფესიული საბჭოს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობაა. დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებებს, რომლებზეც საბჭოს წევრები იმუშავებენ და სამუშაო პროცესში დანერგავენ.

ცნობისთვის, პროფესიული განვითარების საბჭო შეისწავლის ექიმთა პროფესიულ საქმიანობას - განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრი, ასევე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ნავთობგარიგება - აშშ ვენესუელას ნავთობის რეზერვების უმეტესობას გააკონტროლებს

ისტორიული ნავთობგარიგება - აშშ ვენესუელას ნავთობის რეზერვების უმეტესობას გააკონტროლებს

BM.GE

სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

BM.GE

600-ზე მეტი დაღუპული და 2500-მდე დაკარგული - რა ვითარებაა ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე?

600-ზე მეტი დაღუპული და 2500-მდე დაკარგული - რა ვითარებაა ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე?

BM.GE

მეწყერის გამო საყდარი-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

მეწყერის გამო საყდარი-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

BM.GE