მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2-მილიარდიანი „ჩრდილოვანი იპოთეკა“ - ოთარ ნადარაია უცხოურ ვალუტაში შიდა განვადებების რისკებზე
2-მილიარდიანი „ჩრდილოვანი იპოთეკა“ - ოთარ ნადარაია უცხოურ ვალუტაში შიდა განვადებების რისკებზე

2-მილიარდიანი „ჩრდილოვანი იპოთეკა“ - ოთარ ნადარაია უცხოურ ვალუტაში შიდა განვადებების რისკებზე

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 01:24|bm.ge

საბანკო იპოთეკური სესხების ლარიზაციის ფონზე, ბოლო წლებში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ალტერნატიულმა, „ჩრდილოვანმა“ მიმართულებამ - დეველოპერების შიდა განვადებებმა იჩინა თავი.

ეკონომისტ ოთარ ნადარაიას თქმით, ამ ბაზარმა არაოფიციალური მონაცემებით უკვე 2 მილიარდ ლარს მიაღწია, თუმცა ეს პროდუქტი თითქმის სრულად უცხოურ ვალუტაში იყიდება.

ეკონომისტი განმარტავს, რომ შიდა განვადება შინაარსობრივად იგივე სესხია. შესაბამისად, როდესაც მოქალაქეს შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში შიდა განვადების აღება მისთვის ზუსტად ისეთივე მაღალრისკიანი ნაბიჯია, როგორც დოლარში იპოთეკური სესხი.

„იპოთეკური სესხები ლარშია, თუმცა მივიღეთ პრობლემური რეალობა, - პარალელური ბაზარი შიდა განვადებების სახით, რაც დაახლოებით 2 მილიარდს აღწევს. შიდა განვადება უცხოურ ვალუტაშია.

თუ ადამიანს ხელფასი ლარში აქვს, ვალუტაში განვადების აღება მისთვის ისეთივე რისკია, როგორც დოლარში იპოთეკური სესხი.

ინდიკატორი იმისა, არის თუ არა უძრავი ქონება ზედმეტად გაძვირებული, არის ის გაძვირდა თუ არა უძრავი ქონება ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი. საქართველოში ბინის ფასი ლარში უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე სამომხმარებლო ფასები. ეს საყურადღებო ინდიკატორია, თუმცა წითელს არ ანათებს ისე, როგორც 2005–2008 წლებში ან საბერძნეთში მოხდა,“ - განმარტავს ნადარაია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 17.2%-ით შემცირდა

ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 17.2%-ით შემცირდა

BM.GE

რატომ გახდა საჭირო გაზის ახალი სატარიფო მექანიზმის შემოღება გათბობის სეზონის წინ?!|ექს-მინისტრის კითხვები

რატომ გახდა საჭირო გაზის ახალი სატარიფო მექანიზმის შემოღება გათბობის სეზონის წინ?!|ექს-მინისტრის კითხვები

BM.GE

Pfizergate-ის საქმეზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის პროკურატურას ჩვენებას კვლავ არ აძლევს - POLITICO

Pfizergate-ის საქმეზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის პროკურატურას ჩვენებას კვლავ არ აძლევს - POLITICO

BM.GE

საუდის არაბეთის ენერგოობიექტებზე ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

საუდის არაბეთის ენერგოობიექტებზე ჰუსიტების თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა

BM.GE