მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. $20 000-ის და ₾41 000-ის ანაბარი ბანკში, უძრავი ქონება - რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი ?
$20 000-ის და ₾41 000-ის ანაბარი ბანკში, უძრავი ქონება - რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი ?

$20 000-ის და ₾41 000-ის ანაბარი ბანკში, უძრავი ქონება - რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი ?

BM.GE1 ივლისი, 2026, 04:00|bm.ge

მიწის ნაკვეთები ლანჩხუთში, ცოლის მიერ შეძენილი ბინა თბილისში, გაზრდილი ანაბრები ლარსა და დოლარში, შემოსავალი - ასეთია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მოკლე აღწერა, რომელიც მან მარტში წარადგინა.

შემოსავალი

მაღალჩინოსანის შემოსავალი 2025 წელს მხოლოდ მინისტრის ხელფასით არ შემოიფარგლებოდა. გივი მიქანაძემ სამინისტრო 30 ივნისიდან ჩაიბარა და წლის მეორე ნახევარში ამ პოსტზე 60 340 ლარის ხელფასი აიღო. მანამდე ის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და 2025 წლის პირველ ნახევარში ამ პოზიციაზე მუშაობისთვის მან 59 865 ლარის ხელფასი დაერიცხა. განათლების სამინისტროს ხელმძღვანელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია, საიდანაც მან ჯამში 33 400 ლარამდე შემოსავალი მიიღო. ხოლო გორის უნივესიტეტიდან, სადაც მიქანაძე მიწვეული ლექტორია, მას 1045 ლარი დაერიცხა.

სახელმწიფო უწყებაში მუშაობს და შემოსავალს იღებს მისი ცოლი ნინო მიქანაძეც. ის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის მრჩეველი 2025 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათლით იყო და ხელფასისი სახით 29 597 ლარი აიღო.

2025 წლის პირველი სექტემბრიდან წლის ბოლომდე კი შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის განყოფილების უფროსად მუშაობდა და 4 თვეში 29 203 ლარის ხელფასი აიღო, საიდანაც 19 667 ლარი დეკრეტული შვებულების თანხა იყო.

ანაბარი

განათლების მინისტრმა 2025 წელს საქართველოს ბანკში გახსნილი ლარის და დოლარის ანაბარზე არსებული თანხა მნიშვნელოვნად გაზარდა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წლის ბოლოსთვის მას პრემიუმ ანაბარზე ჰქონდა 20 000 დოლარი და 41 000 ლარი, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოსთვის ანაბრის მოცულობა 10 002 დოლარი და 75 ლარი იყო.

ანაბარი აქვს გახსნილი მის ცოლს ნინო მიქანაძესაც, რომლის ანგარიშზეც ჯამში 27 249 ლარი და 3 174 დოლარი ირიცხებოდა. მინისტრს და მის ცოლს ანაბარი შვილების სახელებზეც აქვთ გახსნილი - 1 649 დოლარის, 1 100 ევროს, 1 091 დოლარის და 1 750 დოლარის მოცულობით.

უძრავი ქონება

გივი მიქანაძემ და მისმა ცოლმა 2025 წელს რამდენიმე უძრავი ქონება შეიძინეს. კონკრეტულად მინისტრმა გასული წლის მაისში აუქციონით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში 369 კვ.მ.-ის მიწა 5 000 ლარად იყიდა. მას 613 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი ლანჩხუთის სოფელ არჩეულშიც აქვს, რომელიც 2024 წელს 8 400 ლარად შეიძინა.

ნინო მიქანაძემ გასული წლის დასაწყისში თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 55.6კვ.მ.-ის ბინა მშენებარე პროექტში 44 480 დოლარად შეიძინა.

გივი მიქანაძის სახელზეა 2021 წელს 70 000 ლარად შეძენილი აგარაკი დმანისის სოფელ ბოსლებში და იმავე სოფელში 1 500 დოლარად შეძენილი 1000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი.

ხარჯები და შემოსავალი

განათლების მინისტრი დეკლარაციაში წერს, რომ 2025 წელს მან წიგნის თანაავტორობისთვის 8 500 ლარის ჰონორარი მიიღო. ლანჩხუთში მიწის შესაძენად მისი ხარჯი 5 000 ლარი იყო, ხოლო სახლისთვის ავეჯის შეძენისთვის მან 12 000 ლარი დახარჯა. გივი მიქანაძემ 2025 წელს ავტომობილი გაყიდა, საიდანაც 20 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებსტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მონაწილეობა?

დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მონაწილეობა?

BM.GE

საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილი

საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილი

BM.GE

"ვცდილობთ, სვანეთში უცხოელი არტისტებიც ჩამოვიყვანოთ" - „დალა ივენთსი" 2027 წლისთვის მასშტაბის ზრდას გეგმავს

"ვცდილობთ, სვანეთში უცხოელი არტისტებიც ჩამოვიყვანოთ" - „დალა ივენთსი" 2027 წლისთვის მასშტაბის ზრდას გეგმავს

BM.GE

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

BM.GE