მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მონაწილეობა?
დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მონაწილეობა?

დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მონაწილეობა?

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 14:09|bm.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დღეიდან იწყება.

ცენტრის ცნობით, 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული ბუკლეტი – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.

„ცნობარში მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ.

პროგრამების ასარჩევად 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი – „ერთიანი ეროვნული გამოცდები – მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.

პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:

• საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; • პროგრამის სწავლის საფასური; • ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.

აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვის აქვს მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება?

ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

• 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

მარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?

მარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?

BM.GE

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

BM.GE

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

BM.GE

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE