მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილი
საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილი

საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილი

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 14:00|bm.ge

APB LOGISTICS-ის დირექტორი და საქართველოში FedEx-ის წარმომადგენლობის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ გლობალური გამოწვევებისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

როგორც ნინო მენთეშაშვილმა “საქმის კურსთან” ინტერვიუში განაცხადა, გლობალურ ბაზარზე ტვირთების შორი მანძილიდან ტრანსპორტირება სერიოზულ რისკებს უკავშირდება. საქართველოში დიდი ჰაბის არსებობა კი აღმოსავლეთ ევროპასა და სხვა რეგიონებს საშუალებას მისცემს, პროდუქციის მიწოდება ბევრად მარტივად და უსაფრთხოდ უზრუნველყონ.

მისი თქმით, ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, საქართველო გახდეს საიმედო დასაყრდენი შუა დერეფნისთვის, სადაც ტრანზიტულ ტვირთებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება.

„ცხელი წერტილები როდესაც ჩნდება, ფიქრობ, საიდან სად გაქვს ტვირთი წასაღები, იმ წუთს ეძებ ალტერნატიულ მომწოდებელს, რა პროცესიც რაღაცნაირად ძალიან სტრესულია ბიზნესისთვის. როდესაც ხედავ, რომ ის ერთი მომწოდებელი ისე შორს არის, რომ შუაში ომი გაქვს, რომელიც არ იცი როდის დასრულდება, რასაკვირველია, ძალიან სტრესულია.

იმისთვის, რომ ბიზნესმა იგრძნოს თავი სტაბილურად, კარგია, როდესაც არსებობს ჰაბები. მაგალითად, ჩინეთიდან აღმოსავლეთ ევროპამდე საკმაოდ დიდი გზაა, საკმაოდ ბევრი ცხელი წერტილი შეიძლება აღმოჩნდეს ამ გზაზე და ძალიან სტაბილურად იგრძნობს აღმოსავლეთ ევროპა თავს, როდესაც საქართველოში იარსებებს დიდი ჰაბი პროდუქციის, რადგან აქედან მიწოდება ბევრად უფრო ადვილია.

ძალიან ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენ ვიყოთ დასაყრდენი ბიზნესისთვის, მით უმეტეს, როდესაც მსოფლიომ დაინახა, რომ შორიდან ტვირთის ტარება ცოტა რისკის შემცველია. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ მომზადებული დავხვდებით ამ ფაქტსაც”,- აცხადებს ნინო მენთეშაშვილი.

აღსანიშნია, რომ 2024 წლიდან თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი დაჩქარდა. "გალტ&თაგარტის" მონაცემებით, ქვეყანაში დღეისთვის 1.77 მლნ კვ.მ.-ის სასაწყობე ფართია, საიდანაც დიდი ნაწილი სწორედ თბილისშია კონცენტრირებული. საინვესტიციო ბანკის მოლოდინია, რომ თბილისში საწყობების მიწოდება 2026 წლისთვის 1.45 მლნ კვ.მ.-მდე, ხოლო 2027 წლისთვის 1.65 მლნ კვ.მ.-მდე გაიზარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?

მარჯანიშვილზე დახლების დემონტაჟის შემდეგ, სად სთავაზობს მერია ალტერნატიულ ფართებს გარემოვაჭრეებს?

BM.GE

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე

BM.GE

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

სად განთავსდება შუქნიშნები და ზებრა გადასასვლელები რუსთაველის გამზირზე - ახალი სქემა

BM.GE

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

Benefits საბანკო პარტნიორობებს აფართოებს და ბაზისბანკთან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE