მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 20 ივნისის ძლიერი სეტყვის შემდეგ, "ალდაგში" 1200-ზე მეტი განაცხადი შევიდა
20 ივნისის ძლიერი სეტყვის შემდეგ, "ალდაგში" 1200-ზე მეტი განაცხადი შევიდა

20 ივნისის ძლიერი სეტყვის შემდეგ, "ალდაგში" 1200-ზე მეტი განაცხადი შევიდა

BM.GE22 ივნისი, 2026, 15:12|bm.ge

20 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შემდეგ, "ალდაგში" 1200-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, სეტყვამ ძირითადად ავტომობილები დააზიანა. ზიანი მოიცავს, როგორც საცალო, ისე კორპორაციულ ავტომობილებს.

"არსებული გამოწვევის ფონზე, ალდაგის გუნდი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით, დამდგარი ზარალის შეფასებასა და კომპენსაციის უსწრაფესად გაცემაზე. ავტომობილების ნაწილი უკვე შეფასებულია და თითოეულ მომხმარებელთან ეტაპობრივად ავტომობილების აღდგენის ინდივიდუალური გეგმა თანხმდება.

თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ჩვენი გუნდი, შაბათიდანვე აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესში სწრაფი დახმარება აღმოვუჩინოთ მომხმარებლებს, რომლებიც გვენდობიან და ასეთი სტიქიის დროს მაქსიმალურ მხარდაჭერას ელიან ჩვენგან”, - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგის კომპანიის პორტფელი 150,000-მდე დაზღვეულ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაც 80-ზე მეტ მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს. გასულ წელს, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალების საერთო რაოდენობამ 110 მლნ ლარამდე შეადგინა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება - თამარ იოსელიანი

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება - თამარ იოსელიანი

BM.GE

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება თემურ უგულავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება თემურ უგულავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

BM.GE

უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული 65 ათასამდე უცხოელი სტუდენტი ელოდება ქვეყანაში შემოსვლას - დარახველიძე

უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული 65 ათასამდე უცხოელი სტუდენტი ელოდება ქვეყანაში შემოსვლას - დარახველიძე

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE