მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2012-2026 წლებში "შეღავათიანი აგროკრედიტით" მესაქონლეობის ბიზნესის სახელმწიფო თანადაფინანსება ₾156.3 მლნ იყო
2012-2026 წლებში "შეღავათიანი აგროკრედიტით" მესაქონლეობის ბიზნესის სახელმწიფო თანადაფინანსება ₾156.3 მლნ იყო

2012-2026 წლებში "შეღავათიანი აგროკრედიტით" მესაქონლეობის ბიზნესის სახელმწიფო თანადაფინანსება ₾156.3 მლნ იყო

BM.GE26 აგვისტო, 2026, 15:16|bm.ge

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 2012-2026 წლებში, საქართველოს მასშტაბით, მესაქონლეობის განვითარების მიზნობრიობით, კომერციული ბანკების მიერ 709.5 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 156.3 მლნ ლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქვემო ქართლის რეგიონში გაცემულია 138.3 მლნ ლარის ღირებულების სესხები, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ კი 31.8 მლნ ლარი შეადგინა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის დარგის მხარდაჭერას მიმდინარე წლის 1 ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აგრძელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში წარმოების განვითარებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის ხელშეწყობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა” ფერმა დაათვალიერა.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გაიზარდოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფერმების რაოდენობა და გაძლიერდეს როგორც სანაშენე, ისე მეხორცული და მერძეული მიმართულებები. სწორედ ამიტომ, ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და გათვალისწინებულია კონკრეტული მექანიზმები ფერმების განვითარებისა და წარმოების გაფართოებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების ზრდას, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანი მეცხოველეობის სექტორის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „გარდაბნის მეცხოველეობა“ ორ ფერმას ფლობს. სოფელ სართიჭალაში მდებარე ფერმა მეხორცული მიმართულებისაა, ხოლო სოფელ ლემშვენიერაში არსებული მეურნეობა სანაშენე მიმართულებით საქმიანობს.

ფერმების მოწყობისა და საქმიანობის განვითარების მიზნით, კომპანიამ 2024-2026 წლებში რამდენჯერმე ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროგრამის ფარგლებში მიღებულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყო ხელი.

მეცხოველეობის ფერმაში მინისტრთან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • გერმანული მედია: ყოფილი გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდაიმედი
  • ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდაფორმულა
  • კახა კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებშირუსთავი 2
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო პირამიდულ სქემებზე მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო პირამიდულ სქემებზე მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი გლობალურად დროებით შეაჩერა

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი გლობალურად დროებით შეაჩერა

BM.GE

GCCA-მა „ელექტრიფაი საქართველოს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინა

GCCA-მა „ელექტრიფაი საქართველოს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინა

BM.GE

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - რას გეგმავს სამინისტრო?

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - რას გეგმავს სამინისტრო?

BM.GE