მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - რას გეგმავს სამინისტრო?
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - რას გეგმავს სამინისტრო?

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - რას გეგმავს სამინისტრო?

BM.GE26 აგვისტო, 2026, 15:08|bm.ge

პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. დაწესებულებებს განაცხადების წარდგენა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეუძლიათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1-ელი მარტიდან ჩაერთვებიან.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მიმდინარე პროცესების, განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.

რეფორმა მოიცავს მოქალაქეებისთვის სერვისების გაფართოებულ პაკეტს, მათ შორის დამატებითი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობას, ასევე დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის გაძლიერებას.

რეფორმის საპილოტე ეტაპი 6 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში დაიწყო, ხოლო შემდგომ ეტაპზე, შესაბამისობის შეფასების შედეგად, განახლებულ დაფინანსების მოდელში 43 დაწესებულება ჩაერთო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინესიმედი
  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 2 783-მდე გაიზარდა - როგორია გეოგრაფია?

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 2 783-მდე გაიზარდა - როგორია გეოგრაფია?

BM.GE

ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო პირამიდულ სქემებზე მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო პირამიდულ სქემებზე მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი გლობალურად დროებით შეაჩერა

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი გლობალურად დროებით შეაჩერა

BM.GE

GCCA-მა „ელექტრიფაი საქართველოს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინა

GCCA-მა „ელექტრიფაი საქართველოს“ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინა

BM.GE