მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - ზაზა ლომინაძე
2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - ზაზა ლომინაძე

2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - ზაზა ლომინაძე

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 17:53|bm.ge

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ დედობა და ბავშვის დაბადება კომერციული გარიგების საგანი არ უნდა იყოს, ხოლო სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება ქალთა ღირსების, ჯანმრთელობისა და უფლებების, ასევე ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვაა.

ამის შესახებ ლომინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუროგაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, დაუშვებელია ისეთი პრაქტიკა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას მომსახურების ბაზრის ნაწილად განიხილავს.

„ჩვენ ვთვლით, რომ მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას მომსახურიობის ბაზრის ნაწილად განიხილავს“.

ლომინაძემ სუროგაციის სფეროსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველოში სუროგაციის შესახებ კანონი პირველად 1997 წელს მიიღეს, ხოლო პირველი ბავშვი ამ გზით 2007 წელს დაიბადა. ამჟამად ქვეყანაში აღნიშნული მომსახურების მიმწოდებელი 26 დაწესებულებაა, სერვისით მოსარგებლეთა უმრავლესობა კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„მინდა აღვნიშნო, რომ შევეხო სტატისტიკურ მონაცემებს და საქართველოში სუროგაციის კანონი 1997 წელს იყო პირველად მიღებული და პირველი ბავშვი 2007 წელს დაიბადა. დღეს ამ მომსახურების მიმწოდებელი საქართველოში არსებობს 26 დაწესებულება და უმეტესწილად ამ სერვისის მომსარგებლები არ არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მხოლოდ რამოდენიმე პროცენტს შეადგენენ, ყველა დანარჩენი არის არა საქართველოს მოქალაქე. სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე შეადგენს დაახლოებით 13 100 ბავშვს. ასევე საყურადღებოა, რომ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რომელიც 2019 წელში შეადგენდა მხოლოდ 400-მდე ბავშვს და უკვე წელს 2026 წლის მონაცემებით ეს რიცხვი თითქმის 3 000-ს უახლოვდება“.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სუროგაციას თან ახლავს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის, ტრეფიკინგისა და ეთიკური ხასიათის რისკები. მან ყურადღება გაამახვილა იმ შემთხვევებზეც, როდესაც სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვზე ხელშეკრულების ხელმომწერი პირი უარს ამბობს და ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში რჩება.

„სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგთან და ეთიკურ საკითხებთან. პრობლემურია ასევე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, როცა მშობელი, ანუ ხელშეკრულების ხელმომწერი პირი, უარს აცხადებს ბავშვზე და იგი რჩება სახელმწიფო ზრუნვაში. სადღეისოდ დღეს სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი“ - განაცხადა ლომინაძემ.

შეგახსენებთ: მმართველმა პარტიამ სუროგაციის აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა, ამჯერად - საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე კი შეზღუდვა არ გავრცელდება და ამ სერვისით როგორც ქართველები, ისე უცხოელები ისარგებლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ დებს LILAT FLOWERS ფსონს ემოციურ მარკეტინგზე — ქართული ყვავილების ბრენდის ახალი სტრატეგია

რატომ დებს LILAT FLOWERS ფსონს ემოციურ მარკეტინგზე — ქართული ყვავილების ბრენდის ახალი სტრატეგია

BM.GE

მიწოდების სიჭარბის ფონზე, ნავთობის ფასი ეცემა

მიწოდების სიჭარბის ფონზე, ნავთობის ფასი ეცემა

BM.GE

საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი

საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი

BM.GE

ევროპული სტანდარტები და ქართული წარმოება - როგორ აფასებს „საქკაბელის“  შესაძლებლობებს  “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი”

ევროპული სტანდარტები და ქართული წარმოება - როგორ აფასებს „საქკაბელის“  შესაძლებლობებს  “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი”

BM.GE