მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიწოდების სიჭარბის ფონზე, ნავთობის ფასი ეცემა
მიწოდების სიჭარბის ფონზე, ნავთობის ფასი ეცემა

მიწოდების სიჭარბის ფონზე, ნავთობის ფასი ეცემა

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 18:01|bm.ge

გლობალურ ბაზარზე ნედლი ნავთობის მიწოდების მკვეთრი ზრდისა და მოსალოდნელი ჭარბი მარაგების დაგროვების ფონზე, ნავთობი მკვეთრად უფასურდება და ის უკვე სამთვიან მინიმუმამდე დაეცა.

ამჟამინდელი მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 89 დოლარის ფარგლებშია, ამერიკული WTI დაახლოებით 79 დოლარად ივაჭრება, ხოლო რუსული Urals-ის ფასი 69 დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით ნავთობი უკვე 24%-ით არის გაიაფებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე მიწოდების გაუმჯობესებას ლიბიაში მდებარე Sharara-ს ნავთობსადენის მუშაობის განახლებამ და ოქტომბერში გლობალური მარაგების 52 მილიონი ბარელით ზრდამ შეუწყო ხელი.

Deutsche Bank-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად 1.7 მილიონი ბარელის ოდენობის ჭარბ მიწოდებას ქმნის. ამასთან, გასულ კვირას ნედლი ნავთობის მარაგები აშშ-შიც მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით, აშშ-ირანის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობისა და სრუტის ბლოკირების საფრთხის გამო, ფასების ხელახალი ზრდის რისკი კვლავ აქტუალურია, თუმცა კონფლიქტის მოგვარების შემთხვევაში, ნავთობის მკვეთრი გაუფასურება გარდაუვალი იქნება, რადგან საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო 2027 წლის პირველი ნახევრიდან უკვე ბაზარზე მკვეთრი სიჭარბის გაჩენის რისკს ხედავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ დებს LILAT FLOWERS ფსონს ემოციურ მარკეტინგზე — ქართული ყვავილების ბრენდის ახალი სტრატეგია

რატომ დებს LILAT FLOWERS ფსონს ემოციურ მარკეტინგზე — ქართული ყვავილების ბრენდის ახალი სტრატეგია

BM.GE

საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი

საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი

BM.GE

2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - ზაზა ლომინაძე

2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - ზაზა ლომინაძე

BM.GE

ევროპული სტანდარტები და ქართული წარმოება - როგორ აფასებს „საქკაბელის“  შესაძლებლობებს  “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი”

ევროპული სტანდარტები და ქართული წარმოება - როგორ აფასებს „საქკაბელის“  შესაძლებლობებს  “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი”

BM.GE