მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ დებს LILAT FLOWERS ფსონს ემოციურ მარკეტინგზე — ქართული ყვავილების ბრენდის ახალი სტრატეგია
რატომ დებს LILAT FLOWERS ფსონს ემოციურ მარკეტინგზე — ქართული ყვავილების ბრენდის ახალი სტრატეგია

რატომ დებს LILAT FLOWERS ფსონს ემოციურ მარკეტინგზე — ქართული ყვავილების ბრენდის ახალი სტრატეგია

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 18:02|bm.ge

ქართული ყვავილების ბრენდი LILAT FLOWERS მარკეტინგული კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადადის. ბრენდმა კრეატიულ პროდაქშენ კომპანია NEVERMYND-თან თანამშრომლობით ბრენდფილმი შექმნა, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებელთან გრძელვადიანი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაა.

LILAT FLOWERS -ის ისტორია 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაიწყო.

დღეს კომპანიას თბილისში სამი ფილიალი აქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი ბრენდი წარმოდგენილია FLOWVEND by LILAT-ით — ყვავილების ჭკვიანი ავტომატით, რომელიც მომხმარებელს დღე-ღამის ნებისმიერ დროს ემსახურება.

ბიზნესის განვითარებასთან ერთად, დამფუძნებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ბრენდის პოზიციონირებას.

კონკურენცია მხოლოდ ფასით არ უნდა მიმდინარეობდეს

ყვავილების ბაზარზე მომხმარებლის არჩევანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასი, ხარისხი, ასორტიმენტი და მიწოდების სისწრაფე. LILAT FLOWERS -ის დამფუძნებლის, მირიამ ხუციშვილის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესისთვის აუცილებელია ისეთი ღირებულების შექმნა, რომელიც მხოლოდ პროდუქტის მახასიათებლებით არ შემოიფარგლება.

„დღეს მომხმარებელს შეუძლია, ლამაზი თაიგული ბევრგან შეიძინოს. მაგრამ რატომ უნდა აირჩიოს კონკრეტული ბრენდი? ვფიქრობ, პასუხი მხოლოდ ფასში არ არის. გვინდა, მომხმარებელს ჩვენი ბრენდი ახსენდებოდეს მაშინ, როდესაც სიყვარულის ან მადლიერების გამოხატვა სურს“, — ამბობს LILAT FLOWERS -ის დამფუძნებელი მირიამ ხუციშვილი.

„ლილატ“ — სიყვარული, როგორც ბიზნესის მთავარი ღირებულება

კომპანიის სახელიც ამ ფილოსოფიას უკავშირდება. „ლილატ“ სვანურად სიყვარულს ნიშნავს. დამფუძნებლების თქმით, სახელის არჩევისას მთავარი სურვილი იყო, სიყვარული თითოეული შეკვეთის ნაწილი გამხდარიყო — თაიგულიდან მისალოც ბარათამდე.

„ჩვენ გვინდოდა, ჩვენი საქმიანობით ადამიანებს შორის სიყვარულის თანამონაწილეები ვყოფილიყავით. ეს იყო იდეა, რომლითაც ბიზნესი დავიწყეთ და რომელიც დღემდე განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას მომხმარებლის მიმართ“, — აღნიშნავს LILAT FLOWERS-ის დამფუძნებელი მიხეილ ხუციშვილი.

კადრები LILAT FLOWERS-ის ბრენდფილმიდან

ახალი ბრენდფილმი NEVERMYND-ისგან

ამ ხედვის გასაძლიერებლად LILAT FLOWERS -მა კრეატიულ პროდაქშენ კომპანია NEVERMYND-თან თანამშრომლობით ემოციური ბრენდფილმი შექმნა. ვიდეორგოლი ადამიანის ცხოვრებას ბავშვობიდან სიბერემდე გვიჩვენებს და ყვავილს ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების სიმბოლოდ წარმოაჩენს.

ფილმის მთავარი გზავნილია: „პირველიდან ბოლო ყვავილამდე“. ვიდეორგოლი კონკრეტული პროდუქტის გაყიდვაზე არ არის ორიენტირებული. მისი მიზანია, მომხმარებლის ცნობიერებაში LILAT FLOWERS სიყვარულთან, ადამიანურ ურთიერთობებსა და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტებთან დააკავშიროს.

ბრენდფილმის იდეა, საკომუნიკაციო პლატფორმა, სცენარი და პროდაქშენი სრულად კრეატიულ პროდაქშენ კომპანია NEVERMYND-ს ეკუთვნის.

„ყვავილების ბაზარზე კომუნიკაცია ძირითადად პროდუქტსა და ფასდაკლებებზეა — ლილატის შემთხვევაში კი გადავწყვიტეთ განსხვავებული გზა აგვერჩია და გადმოგვეცა ლამაზი ისტორია, რომელიც იწყება და მთავრდება ყვავილით“, — ამბობს NEVERMYND-ის კრეატიული დირექტორი სერგი დევრისაშვილი. „ვიდეორგოლში თავში და ბოლოში ნაჩვენები მინდვრის ყვავილი ისეთია, რომელსაც მაღაზიებში ვერ შეხვდებით… ეს შეგნებული არჩევანი იყო: ბრენდი მაშინაც იგივე იდეისკენ მიისწრაფვის, როცა არაფერს ყიდის“, — NEVERMYND-ის კრეატიული დირექტორი ნინა სარიაშვილი.

კადრი LILAT FLOWERS-ის ბრენდფილმიდან

ინვესტიცია ბრენდის გრძელვადიან განვითარებაში

კომპანიისთვის ბრენდფილმი მხოლოდ ერთჯერადი სარეკლამო აქტივობა არ არის. ის წარმოადგენს მცდელობას, ბრენდის კომუნიკაცია ფასდაკლებებსა და სეზონურ შეთავაზებებს გასცდეს.

LILAT FLOWERS-ის მიზანია, მომხმარებელთან შექმნას ემოციური კავშირი, რომელიც მომავალში ბრენდის ცნობადობასა და ლოიალობას გააძლიერებს. კამპანიის რეალური ეფექტის შეფასება კი აუდიტორიის რეაქციის, ბრენდის ცნობადობისა და განმეორებითი შეკვეთების ცვლილების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

LILAT FLOWERS-ის ახალი სტრატეგიის მთავარი იდეა მარტივია — მომხმარებელს დაამახსოვრო არა მხოლოდ ის, რასაც ყიდი, არამედ ისიც, თუ რას ნიშნავს შენი ბრენდი.

ბრენდფილმის ავტორი: NEVERMYND

სამი ფილიალი: East Point | City Mall Gldani | Egnate Ninoshvili St. 7

ვებგვერდი: lilatflowers.ge | Instagram: @lilatflowers.ge

Facebook: lilatflowershop

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიწოდების სიჭარბის ფონზე ნავთობის ფასი ეცემა

მიწოდების სიჭარბის ფონზე ნავთობის ფასი ეცემა

BM.GE

საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი

საქართველოს ბანკის და UN Women-ის AI სასტიპენდიო პროგრამა გოგოებისთვის - დარეგისტრირდი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი

BM.GE

2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - ზაზა ლომინაძე

2012 წლიდან საქართველოში სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა - ზაზა ლომინაძე

BM.GE

ევროპული სტანდარტები და ქართული წარმოება - როგორ აფასებს „საქკაბელის“  შესაძლებლობებს  “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი”

ევროპული სტანდარტები და ქართული წარმოება - როგორ აფასებს „საქკაბელის“  შესაძლებლობებს  “ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი”

BM.GE