მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2018-2025 წლებში საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა - PMC
2018-2025 წლებში საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა - PMC

2018-2025 წლებში საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა - PMC

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 22:27|bm.ge

2018 წლიდან 2025 წლამდე საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 109%-ით გაიზარდა - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოს სატრანზიტო ტვირთნაკადებისა და შუა დერეფნის დინამიკის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, სატრანზიტო ტვირთის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი - 15.1 მილიონი ტონა 2024 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2025 წელს ჯამურმა მოცულობამ 13.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 9.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

2025 წელს დაფიქსირებული კლება ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ტვირთბრუნვის 7.8%-იანმა შემცირებამ განაპირობა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მიმართულება კვლავ მთავარ გზად რჩება და მასზე საქართველოს მთლიანი სატრანზიტო ტვირთების თითქმის 70% მოდის.

2025 წელს შუა დერეფნით (ევროკავშირი/თურქეთი აზერბაიჯანი/ცენტრალური აზია/ჩინეთი) გადაზიდულმა ტვირთებმა 4.6 მილიონი ტონა შეადგინა. 2024 წელთან შედარებით ფიქსირდება 5%-იანი კლება, რაც გამოწვეული იყო ევროკავშირი-აზერბაიჯანისა (-41%) და ევროკავშირი-ცენტრალური აზიის (-13%) მარშრუტების შემცირებით.

პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთნაკადები თურქეთი-ცენტრალური აზიისა (+21%) და თურქეთი-აზერბაიჯანის (+4%) მიმართულებებზე.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს საავტომობილო ტრანსპორტი კვლავ ინარჩუნებდა ლიდერობას:

• საავტომობილო გადაზიდვები: მთლიანი ტრანზიტის 55% (7.5 მილიონი ტონა). • სარკინიგზო გადაზიდვები: მთლიანი ტრანზიტის 45% (6.2 მილიონი ტონა). აღსანიშნავია, რომ 2018–2025 წლების პერიოდში საავტომობილო ტრანზიტი 124.7%-ით გაიზარდა, ხოლო სარკინიგზო — 93.2%-ით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს - დავით სონღულაშვილი

საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს - დავით სონღულაშვილი

BM.GE

ფილარმონიის რეაბილიტაციის ტენდერი მესამედ - ₾2 მილიონით გაზრდილი ფასით გამოცხადდა

ფილარმონიის რეაბილიტაციის ტენდერი მესამედ - ₾2 მილიონით გაზრდილი ფასით გამოცხადდა

BM.GE

პოლიტიკიდან მდინარაძის გაშვებით, რომელიც რეგიონების "მთავარი პოლიციელი" უნდა ყოფილიყო, კობახიძე დაასუსტეს|ირაკლი მელაშვილი

პოლიტიკიდან მდინარაძის გაშვებით, რომელიც რეგიონების "მთავარი პოლიციელი" უნდა ყოფილიყო, კობახიძე დაასუსტეს|ირაკლი მელაშვილი

BM.GE

"ამ შედეგებითაც ვერ ვიქნებით კმაყოფილები, ბევრი რამ გასაუმჯობესებელია" - ირაკლი კობახიძე PISA 2025-ზე

"ამ შედეგებითაც ვერ ვიქნებით კმაყოფილები, ბევრი რამ გასაუმჯობესებელია" - ირაკლი კობახიძე PISA 2025-ზე

BM.GE